Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - ერთი ვარ ასეთი / nanuka qajaia - erti var aseti - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » ნანუკა ქაჯაია - ერთი ვარ ასეთი / nanuka qajaia - erti var aseti


8:23 AM
ნანუკა ქაჯაია - ერთი ვარ ასეთი / nanuka qajaia - erti var aseti
იარა თვალზე და
ცისფერი თვალები,
სინაზე კვალზე და
სათუთი წამები.
ფიქრები აწმყოზე
მომავლის იმედით,
საათის წამზომზე
ქარი და წვიმები.
სევდა რომ გულში მაქვს
ფარული დარდებით,
ამიტომ მიფრინავს
ზეცამდე აზრები.
უძილო ღამეში
სიზმრების არქონა,
ცრემლების თარეშით
ტირილის აყოლა.
მომავალს შერჩება
ტკივილი არცერთი?!
ლექსი მე მეძღვნება,
ერთი ვარ ასეთი.
ლექსები მათბობს და
ლექსები მაცოცხლებს,
სიტყვები მათოვს და
მკვდარ ფურცელს აცოცხლებს.
სიყვარულს არ ვიცნობ,
დავდივარ ეული
და ერთხელ გავიცნობ,
ვინც არი რჩეული.
მომავალს შევირგებ
იმედით იმ ხვალის,
რომ ერთხელ მე ვიგებ
მომავალს და მაინც:
მიზანი სიკეთის
იმქვეყნად სამყოფის
და მუდამ ის მესმის,
ვაი თუ არ მყოფნის.
ამდენი ჩასული
ჩამქრალი მზე მაშინ,
წარსული...წარსული...
ხმაში და მზერაში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1243 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0