Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - აგონია / nanuka qajaia - agonia - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » ნანუკა ქაჯაია - აგონია / nanuka qajaia - agonia


8:42 AM
ნანუკა ქაჯაია - აგონია / nanuka qajaia - agonia


ბოლო დღეები მიილევა როგორც სიზმარი,
დარჩება მხოლოდ მოგონება ძველი ნივთივით,
ცხოვრება ისე შეცვლილია ვეღარც ვიცანი
და მე წარსული შემრჩა ხელში ლამაზ მითივით.
გადაეკვრება ზეცის კალთებს ცრემლების წვიმა,
ჭეშმარიტება ისევ რჩება ოცნება შორი
და ეს გოგონა მზესთან ახლოს მაინც თუ მივა,
აგონიაა მერე ყველა მოვლენა მგონი.
ჩაიკარგება მის სხივებში სახე,ხელები,
პოკს მიაღწია სიმხურვალემ გარშემო ფერთა
და მოგვიმრავლდა ამ ბოლო დროს გრძნობის მკვლელები,
რადგან სიმართლე გადავიდა მოდიდან ჩვენთან.
უცნობი რჩება არსებობის მიზანი ალბათ,
უღმერთო ხალხში უღმერთობის როცა ბზარი,
როცა ურევენ ერთმანეთში მადლსა და ნაგავს,
იქ მერე რწმენის აღარ არის არცერთი კვალი.
ამიტომ მიწის ფეთქვაა თუ ზეცის ტირილი,
ეს - სასჯელია შემოქმედის ადამის მოდგმის
და ჩვენ წილ ცოდვას ვერ ვუშველით მარტო ყვირილით,
როცა უმთავრეს მოსამართლედ უფალი მოდის!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1219 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0