Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - არ აწამო (სოლიდარობა პატიმრებს) / nanuka qajaia - ar awamo ( solidaroba patimrebs ) - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » ნანუკა ქაჯაია - არ აწამო (სოლიდარობა პატიმრებს) / nanuka qajaia - ar awamo ( solidaroba patimrebs )


9:07 AM
ნანუკა ქაჯაია - არ აწამო (სოლიდარობა პატიმრებს) / nanuka qajaia - ar awamo ( solidaroba patimrebs )


დედამიწაზე სანამ ვცხოვრობთ ყველა ერთნი ვართ,
არ იფიქრო რომ არსებობდეს ჩვენ შორის ზღვარი
და თუ სულები დაგვიმძიმდა ბინძური ქცევით,
აღიარე,რომ შენი აზრი აღმოჩნდა მცდარი.
ყველა პროტესტი ყველა ბრძოლა სამართალია,
უზენაესი როცა ხდება კაცის ღირსება,
ვისთვის ხსოვნიდან წაიშლა უფლის სიტყვები,
მერე მან ვეღარ შეამჩნია ცა რომ იხსნება.
წამება იყო სხვაგვარი და იყო უსაზღვრო,
ყველა ზოლსა და სირცხვილის ზღვარს ბევრად გამცდარი,
დავიწყებული შეწყნარება,უღვთო სასჯელი,
მიზანში სროლა და არცერთი ტყვია ამცდარი.
დღეს იარაღი აღარ არის ტყვია წამალი,
დღეს მსგავსი დასჯა არც თოფით და დანით არ ხდება,
შენ შემოქედო,შენ განსაჯე ყველა ცოდვილი,
სანამ მკვდარ სულად გადამექცა მთელი არსება.
ღირსების ცნება და შეგრძნება ჩაკალით ჩვენში,
უფლის ყოველმა შეგონებამ დაკარგა ფასი,
ერთნი სჩადიან ბოროტებას სხვისი ხელებით,
მეორენი კი ასრულებენ შექების ცდაში.
უფალი ხელებს გვაძლევს ყველას კეთილ საქმისთვის
და არა ამით ისევ შენი ერი აწვალო,
თუუ ყრუ არ გქვია მოისმინე ზეცის კანონი:
,,ადამიანო არა კაც კლა და არ აწამო,,

შენც ხომ შვილი ხარ ბუნების და შვილი მადლისა,
სისხლის წყურვილით რად აურყოფ ძმას და მოყვარეს,
ან რად იწყნარებ სატანისტურ იდეოლოგიზმს,
როცა უფალი შვილებად გთვლით მაინც ორთავეს.
აღარ სრულდება ეს წრიული კაცთმძულვარება,
სანატრელია სათნოების გამონათება,
ამაზე მეტი ღვთის სასჯელი რაღაა იგი,
როცა მზეს უჭირს ყოველ დილით ამონათება.
ვერც მრისხანება დავატიე ერთ სხეულში და
ვეღარც გონებამ აიტანა ჩემი გოდება ,
ქვესკნელს ეღვრება უეცარი ზიზღი ყოველთა,
ადამიანის სირცხვილია როცა წოდება.
დაბადებულან საქართველოშიც ანტიქრისტენი
და გულს მიკორტნის ამის ცოდნა როგორც არწივი,
არც ხმა შენომრჩა,არც ძალა მაქვს მეტის გაგების,
რადგან ვიგრძენი სულში ჩამწყდა რაღაც ნაწილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1282 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0