Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - უგონოდ / nanuka qajaia - ugonod - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » ნანუკა ქაჯაია - უგონოდ / nanuka qajaia - ugonod


9:11 AM
ნანუკა ქაჯაია - უგონოდ / nanuka qajaia - ugonod


უგონოდ ყოფნის მეექვსე კვირა
დგება და რაღაც იცვლება ჩემში,
სული, რომელიც კვლავ ღმერთთან მივა
ილევა, თუმცა სიცოცხლეს ვერ შლის.
მერე უეცრად გახელა თვალის
და მის სიღრმიდან პირველი ცრემლი,
ისევ ლოდინი ყოველი წამის,
იმ იმედით რომ შველაა ჩემი.
მტკივა და ვერ ვხსნი რატომ ვარ ასე,
მტკივა და ტკივილს საზღვარი არ აქვს,
ცარიელ გულს რომ ვერაფრით ვავსებ,
მე არ ვუსურვებ მტერსაც კი ამას.
განძრევა მინდა და სხეულს ვერ ვგრძნობ,
ტირილი მინდა და ძალაც არ მაქვს,
ვუყურებ, თუმცა ოთახსაც ვერ ვცნობ,
ღვთის გულისათვის მითხარით სად ვარ?!
თავში ტრიალებს ათასი აზრი,
თქმა მინდა, მაგრამ მაინც ვერ ვამბობ,
ვწევარ და წოლის არ მესმის აზრი,
ჩემს ცხოვრებას კი მხოლოდ ღმერთს ვანდობ.
კარების მიღმა ხშირად დგას დედა,
დგას გაუნძრევლად, მიყურებს მხოლოდ,
ვხედავ სახეს და მის თვალებს ვხედავ,
ჩერდება დიდხანს და ქრება ბოლოს.
საოცარია, მაინც გრძნობს გვერდით,
გული კი ფეთქვას სულ ჩუმათ ბედავს
ოთახში, სადაც კვლავ სიკვდილს ებრძვის
ბავშვი,რომელიც ელოდა დედას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1202 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0