Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - საავადმყოფოს / nanuka qajaia - saavadmyofos - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » ნანუკა ქაჯაია - საავადმყოფოს / nanuka qajaia - saavadmyofos


9:15 AM
ნანუკა ქაჯაია - საავადმყოფოს / nanuka qajaia - saavadmyofos


საავადმყოფოს ცივი კედლები...
სიცივე გულში, სულში და თავში,
ვზივარ ჩემთვის და სხვას არ ვეხები,
უკეთ ყოფნის და იმედით ცდაში.
დერეფანი და ჩავლილი ლიფტი,
ვიღაც მიდის და ვიღაცა რჩება,
თვალს ვახელ, თუმცა აზრსაც ვერ მივხვდი,
მსგავსი ამბები ხშირად არ ხდება.
ტირილი ყოველ შეხების დროს და
ექიმის სიტყვით ნაგრძნობი სითბო,
რომ მტკივა იცის მანაც ამ დროს და
მაინც ნუგეშით გულს მცირედ მითბობს.
დავყავარ მამას ხელით და ეტლით,
სართულებსა და პალატებს შორის,
ისევ რომ მტკივა მამიდას ვეტყვი,
ლამის გავგიჟდე კიდევაც მგონი.
საკუთარ ძმასაც ვგრძნობ აქვე ახლოს,
პატარა ძმას და მიყურებს ისიც,
არ მინდა ასე ცუდად რომ მნახოს,
თუმცა უთქმელად მან უკეთ იცის.
ვცდილობ ვიბრძოლო, თუმცაღა ძნელად,
მაინც გავიდა დღეები ბევრი,
რაღაცას მალავს გარშემო ყველა...
რატომღაც ზოგჯერ მეც მომდის ცრემლი.
ვიხსენებ მხოლოდ იმ დროს დღესა და
ამ გახსენებით ვიმატებ ერთსაც,
წარსული როა მახსოვს ესა და
მადლობას ვწირავ ყოველ დღე ღმერთსაც.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1185 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0