Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - ლურჯი აპრილი / nanuka qajaia - lurji aprili - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » ნანუკა ქაჯაია - ლურჯი აპრილი / nanuka qajaia - lurji aprili


9:25 AM
ნანუკა ქაჯაია - ლურჯი აპრილი / nanuka qajaia - lurji aprili


ლურჯი აპრილი იდგა ქუჩებში
და დაიბადა ნაზი არსება,
იყო მილოცვა..ღიმილი ..ცრემლი
და მერე ჭიქის ღვინით ავსება.
როცა გაისმა ბავშვის ტირილი,
მისი კრიალა ხმა ცას სწვდებოდა,
თითქოს სტკივაო რაღაც პატარას
და ამიტომაც არ ჩერდებოდა,
იყო ცისფერი თვალები დედის,
ბავშვიც აღმოჩნდა ცისფერთვალება,
ახლა რატომღაც ამაზე ვფიქრობ,
მიწევს წარსულზე თვალის გავლება.
მე დღესაც მესმის ხალხის ფრაზები:
ასეთი დედის ასეთი შვილი,
მათ იციან რომ ჩემს ცხოვრებაში,
უდიდესია დედიკოს წვლილი.
სწორედ იმ დღიდან როცა კი გავჩნდი
და გავახილე ორივე თვალი,
დედის გარეშე მე არ მქონია,
დღემდე არასდროს არცერთი წამი.
ზოგჯერ კი როცა საქმეში გართულს,
თავს დავდგომივარ პატარა სკამით,
მითხოვია რომ,მომფერებოდა
და მერე ერთად ვხარობდით ამით.
ღმერთო, რამდენი მოგონებაა,
სიხარულით და იმედით სავსე,
დედა ახლაც სულ თავზე მევლება,
მასზე ფიქრები ტკივილით მავსებს.
მე ხომ ის მაინც მეღირსა ღვთისგან,
მყოლოდა ერთ დროს ასეთი დედა,
''მყოლოდა''-მეთქი,ვამბობ წარსულში,
თუმცა დღესაც კი,მე დედას ვხედავ.
ამით განცდები მრავლად მაქვს გულში,
ჩემთვის ძნელია მათი ატანა,
მაინც ვიცინი...ვსაუბრობ...ვსუნთქავ..
და ასე მიწევს თავის გატანა.
მინდა ცოტათი დარდი შემცირდეს,
სწორედ ამიტომ ცრემლებსაც ვნატრობ,
რაც გვემართება ღმერთმა იცის და
ჩვენ ვერც კი ვხვდებით უფალო რატომ?
ისევ წარსულის ფურცლებს დავხედავ
მომავალი რას მიპირებს ნეტავ?
არ ვიცი რატომ,მაგრამ დავფიქრდი:
მე თუ გავხდები ოდესმე დედაა..
ბოლოს კი ერთი სათქმელი დამრჩა,
მე ამას ვამბობ მარტო ლოდინში,
დედი, ყოველი შეცდომის გამო,
მინდა რომ,ახლა გითხრა ბოდიში.....


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1272 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0