Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - მკვლელი / nanuka qajaia - mkvleli - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » ნანუკა ქაჯაია - მკვლელი / nanuka qajaia - mkvleli


9:32 AM
ნანუკა ქაჯაია - მკვლელი / nanuka qajaia - mkvleli


ვიცი, ეს ცოდვა არ მოგასვენებს..
ძნელია როცა გახდები მკვლელი,
ოცდაცხრა ივნისს ვერ დაივიწყებ,
თუნდაც გავიდეს ათასი წელი.
შენი ცხოვრება ისევ გრძელდება,
ჩემი კი ორი წელია შეწყდა,
იმ წუთას როცა ვგრძნობდი ვკვდებოდი,
თვალთ დამიბნელდა,გამიქრა ხმა.
ღმერთმა ინებოს,რომ გყავდეს შვილი
და შენს ცხოვრებას ექნება ფასი,
მადლობა უფალს,შვილები მყავდა,
შენ კი გისურვებ რომ გყავდეს ასი.
შვილი,ეს არის მთელი ქონება
და მთელ ცხოვრებას ატარებ მასში,
ქვეყნად მე მყავდა სამი ქონება,
არასდროს გავცვლი მე შვილებს სხვაში.
შენი სახელი ეხლაც არ ვიცი,
რა საჭიროა ეს რომ ვიცოდე
და თუ გგონია შენს სიკვდილს ვნატრობ,
შენზე ვლოცულობ მინდა იცოდე,
შენი დაღუპვა სულაც არ მინდა ,
მეტიც- მე გეტყვი როგორც შვილს დედა:
ზედმეტი არც სიხარული ვარგა ,
ამას რაც მოყვა თვითონვე ხედავ.
მე ღმერთი არ ვარ,არც ანგელოზი,
მხოლოდ სული ვარ ცაში აჭრილი,
წარსულიდან კი მიმზერის ისევ,
ჩემი ცხოვრებაა ორად გაჭრილი.
ცხოვრება ორად არვის გაუყო,
ეს იყოს უკანასკნელი ცოდვა
და რასაც მე გეუბნები ახლა,
არასდოს გავნებს შენ ამის ცოდნა.
ღმერთი გადაწყვეტს რა უნდა მოხდეს,
შეგრჩეს თუ არა,რაც ადრე გქონდა,
სანამ ღვთის ნება შენამდე მოვა,
მანამ იკმარე ჩემი შენდობა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1210 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0