Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - მეჩქარება / nanuka qajaia - mechqareba - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » ნანუკა ქაჯაია - მეჩქარება / nanuka qajaia - mechqareba


7:18 PM
ნანუკა ქაჯაია - მეჩქარება / nanuka qajaia - mechqareba


მეჩქარება აღსარების ისევ თქმა და
სულსაც მეტი მღელვარება ეძალება,
უცნაურად ტირის გულში ცოდვის ცვლა და
შეცდომების სინანული მეჩქარება.
მარტო რწმენაც უტაძროდ და უგალობლად,
ესეც მცირე საწყისია დიდი მადლის,
ყოველი დღე,წუთი,წამი დათვლილია,
დასაკარგი რაღა დაგვრჩა ,დრო ხომ გადის.
ადამი რომ ღვთის ხატებად შექმნილია
ჩვენშიც არი მიმსგავსება მცირე უფლის,
სასოება,სათნოება,სიყვარული....
ეს საფუძველს სიახლოვეს ღმერთთან უქმნის.
და ინანეთ ჭეშმარიტი სინანულით
მცირე ცოდვებს რომ ვუწოდებთ ყველა ერთად
გავიხსენოთ იგავში ხომ ნემსის ქურდს და
აქლემის ქურდს თანაბარი ქურდი ერქვა.
მეჩქარება აღსარების ისევ თქმა და
სულსაც მეტი მღელვარება ეძალება,
უცნაურად ტირის გულში ცოდვის ცვლა და
შეცდომების სინანული მეჩქარება!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1162 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0