Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - რიგით მესამეnanuka qajaia - rigit mesame - 28 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 28 » ნანუკა ქაჯაია - რიგით მესამეnanuka qajaia - rigit mesame


9:22 PM
ნანუკა ქაჯაია - რიგით მესამეnanuka qajaia - rigit mesame


რიგით მესამე ღამეა თეთრი..
გული წუხს ძლიერ, ტვინიც იღლება
და კითხვა თავში ტრიალებს ერთი:
ამისი ბოლო როგორ იქნება?!
დაუსრულებლად გრძელდება ფიქრი
და არ მთავრდება ადვილად ღამე,
ხან მიწაზე ვარ, ხან მაღლა მივქრი,
ხანაც მინდა, რომ ვიპოვნო რამე.
საკვირველია და ვფიქრობ ასეც,
რომ სხვანაირად დავტოვო კვალი,
არ ვაწყენინო ჩემს ლექსებს არცერთს,
თან რომ საგიჟეთს არ მიკრან თავი.
დავდივარ ისევ ისევე კენტი
და ვიცი სხვაა პოეტის ხმა,
როგორც ამბობდა ამას ტერენტი:
"არა სიცოცხლე... არამედ სხვა".


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1105 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0