Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - ბ. ზაქაიძეს / nanuka qajaia - b. zaqaidzes - 28 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 8:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 28 » ნანუკა ქაჯაია - ბ. ზაქაიძეს / nanuka qajaia - b. zaqaidzes


9:36 PM
ნანუკა ქაჯაია - ბ. ზაქაიძეს / nanuka qajaia - b. zaqaidzes


მე შენში სწორედ პოეტი მიყვარს,
გრძნობამორევით მწერალი ლექსის
და რადგან მაშინ გისმენდი იმ წამს,
მეც მათქმევინე ეხლა ეს ერთიც.
რომ ვიგრძნო ისევ დათრობა ლექსით,
როგორც იყავი ჩემს გულთან ახლოს,
ხმას ვერ ვიღებდი და უფრო მეტიც:
შენი ყოველი ღიმილი მახსოვს.
მერე სიჩუმეს ხმაური სურდა,
სიტყვებს მოჰქონდათ ქაოსი თავში
და იმ დროს ბევრი მეფიქრა უნდა,
რადგან ლექსს ვწერდი მე სწორედ მაშინ.
ახლაც ჩამესმის ხმა ირგვლივ ათგან,
ბგერებია თუ რაღაც სონეტი,
ვუსმენ და ვხედავ კიდევაც, რადგან
მე შენში მიყვარს სწორედ პოეტი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1134 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0