Загрузка...
ირაკლი დეისაძე - სამშობლოს გართმევენ !!! / irakli deisadze - msamshoblos gartmeven !!! - 5 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » ირაკლი დეისაძე - სამშობლოს გართმევენ !!! / irakli deisadze - msamshoblos gartmeven !!!


7:16 PM
ირაკლი დეისაძე - სამშობლოს გართმევენ !!! / irakli deisadze - msamshoblos gartmeven !!!
არ გინდა, ჭირიმე, ღიმილის მომგვრელი როკვა და ლაღობა,
წადი და ცოლისთვის სამოსი იყიდე, შვილისთვის აკვანი,
რა გექეიფება? როდესაც მავანმა ძელყორით დაღობა
საშენო ედემი, წინაპრის სისხლით და სხეულით ნაკვარი.

ვის ბაძავ არც იცი! ის სხვა თუ როკავს და საშინლად ლაღია,
მავანის საჯიჯგნად არც მიტოვებული არა აქვს სახლ–კარი.
შენ კარ–კარ ეთრევი, საშენო სახლი კი დატოვე კარღია,
რომ სხვებმა თავისი ხელწერით წაშალონ წინაპრის ნაკვალი.

და, როცა ვერ ხვდები, რა მძიმე საზურგეს ბეჭები შეახე
ლაღობ და მოლხენილს, მტრის ხელის გერები, გალეშილს გათრევენ.
გულით გთხოვ, ერთხელაც, საშენო სახლ–კარი უბრალოდ შეაღე,
რომ ნახო, მავანნი სამშობლოს, ხარკივით, თუ როგორ გართმევენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1034 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0