Загрузка...
ირაკლი დეისაძე - არ ღირდა / irakli deisadze - ar ghirda - 5 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » ირაკლი დეისაძე - არ ღირდა / irakli deisadze - ar ghirda


7:17 PM
ირაკლი დეისაძე - არ ღირდა / irakli deisadze - ar ghirda
მდგომარეობა ქაოსური უფრო ამძაფრებს
არ დალაგებულ აზროვნებას დასაბამით და
ნაობლარ დროში, უთვისტომო, ვითვლი ამ ძაღლებს,
რომელთა მრუში დაბადება ქვეყნად არ ღირდა.

რომლებიც სიკვდილს გაურბიან, ბოლო პაემანს,
ის კი, ცხოვრების ჰიმნოგრაფი ღალღა-ლაინა
ცდილობს წლებს შორის უმნიშვნელო ტირის გავლებას,
იმ ტირის, შიშმა განცდებით რომ აღაცნაირა.

მე, მიმწუხრეთის ეკიპაჟის რჩეულ ნარცისებს
მევახშეთაგან ნასესხები დასაბამიდან
ვიცილებ, რადგან ეს ქაოსი ნებას ასხვისებს
და ვფიქრობ, მათი დაბადება ქვეყნად არ ღირდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1077 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0