Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ცადე / irakli deisadze - cade - 5 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » ირაკლი დეისაძე - ცადე / irakli deisadze - cade


7:18 PM
ირაკლი დეისაძე - ცადე / irakli deisadze - cade
იქნებ ჩამწვდე, სულის სიღრმე მოიარო,

ყველა ტკივილს შეეხო და რა იცი?

რომ მაძაგებ, ეგებ დაამგლოვიარო

შენთვის მარად უდარდელი მაისი.

ჩემი სუნთქვა, დარდიანი, გეძრახება,

არ კითხულობ, გულში რა სვლა ქირქილებს,

მიდი, ერთხელ შენც გაბედე შეჯახება

ტკივილთან და აუხდენი იმ ქვრივებს,

თუ, რატომ წევს მათი ქმრები საფლავში და

რად ზეობენ უსამართლო მისნები?

პაწიების მოკვდინება რად გახშირდა?

მაგრამ არ გსურს მიხვდე ჩემი მიზნები.

დამპალ ყოფას შენეული ნდობით უმზერ,

ბედს უღიმი, თითქოს ისიც გიღიმის.

მე კი, ყველა ტკივილ-განცდას ერთად ვუძლებ

და ცხოვრება გროშად აღარ მიღირის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1167 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0