Загрузка...
ირაკლი დეისაძე - გაყიდულებს / irakli deisadze - gakidulebs - 5 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » ირაკლი დეისაძე - გაყიდულებს / irakli deisadze - gakidulebs


7:20 PM
ირაკლი დეისაძე - გაყიდულებს / irakli deisadze - gakidulebs
ოქრო–ვერცხლითა და ფურთხით აღგივსია, მამავ, სპონდი,
გადაბოროტებულ გრიგალს უტაცია შენი ანაფორა,
ღვთისას ვერ ქადაგებ, მაგრამ საქციელით მასვე გმობდე
უკვე სატირაა. ღმერთო სიყვარული მოგვაფარე,

თორემ ჩვენი სახლი, სადაც გვეგულები, დაგვიცარიელეს
თავის მსახურებმა, შენი სახელით, რომ ანტიმსახურობენ,
უკანასკნელივით, ვაგლახ, იქცევიან, მათი საქციელი
გაფუფუნებული მდგომარეობა და ყალბი მსახურია.

,,იდეალისტები სადღა არიანო?"– მავანთ დაიჩემეს,
სადღაც მართლდებიან კიდეც, მღვდელთმთავრობა რადგან კარიერად
ამათ გაიხადეს, სხვებზე ზრუნვის ნაცვლად თვისთვის აიშენეს
სასახლეები და მრავალს აბრკოლებენ. გაისარბიელა

ეშმამ გულები რა, მიმიფურთხებია მსგავსი დუმილისთვის,
აი, ეს დუმილი, უფრო ლაჩრობაა, ვიდრე წმინდა ოქრო,
რადგან ცნობილია მათი უმსგავსობა მთელი დუნიისთვის!
კაცო, რომ დამდგარხარ თვითონ უმსგავსო და სხვისას, რომ გმობ

თავი შეისწორე, იქნებ არ ხარ ღირსი მანდ რომ იდგე.
შეუგნებლობაა–არ განიკითხოო– შეძახება!
განა განკითხვაა? სიტყვით უმსგავსობას მოგარიდო?
შენ, თუ სამართალი გეცოტავება, ან ასე გეძრახება

მაშინ მიყუჩდი და სადმე უმკურნალე, ე, მაგ სიღატაკეს
სულის. სამწუხროა, გულის გამხეთქია ჩემთვის საქციელი
ასე მგმობი ღმერთის. ყველა იუდა და ყველა მოღალატე
ჭკუადამრიგებლობს, ხო და დემონური გვიდგას სარბიელი.

ოქრო–ვერცხლითა და ფურთხით აღგივსია, მამავ, სპონდი,
გადაბოროტებულ სივრცეს მოუცვია შენი ანაფორა,
ღვთისას არ ქადაგებ და თან საქციელით მისი მგმობი
ჭკუადამრიგებლობ. ღმერთო, ჩვენ, ცოდვილნი დაგვიფარე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1119 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0