Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ასეა ოდითგანვე / irakli deisadze - asea oditganve - 5 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » ირაკლი დეისაძე - ასეა ოდითგანვე / irakli deisadze - asea oditganve


7:22 PM
ირაკლი დეისაძე - ასეა ოდითგანვე / irakli deisadze - asea oditganve
ასეა ოდითგანვე, მონათმფლობელია მონარქია,
მითი კანონობს და შიშით ემოცია გრაგნილდბა,
მონურ მსახურებას განთავისუფლბა, რომ არ ქვია
ვუწყი ვინაიდან. სანამ სათანადოდ გულში აგრილდება

სიტყვა შემაშველე, ვამბობ–მთელი ყოფა უდაბნოა!
ღმრთი–მეგობარი, უსაშველობაში მაძლიერებს,
ჭირში მაიმედებს, ვიცი დაძახილზე უმალ მოვა.
სხვა რა დაგიტოვოთ სოფლის ჭორიკნებს და მარჩიელებს?

სხეულს გიტოვებთ და ათას ჭირ–ვარამით განაწამებს
ისე გამყოფინებთ, რომ სხვებს დასაგლეჯად არ მიადგეთ,
ადამიანებს,რომ უმოწყალოდ არქმევთ მაწანწალებს,
განა ცოტა გინდათ, უსამართლოებო, გაადამიანდეთ?

ასეა ოდითგანვე, მონათმფლობელია მონარქია!
არა ანარქია! მხოლოდ სიყვარული თანასწორობს.
მონურ მსახურებას განთავისუფლება, რომ არ ქვია
ვამბობ! დედამიწამ, მარად უსამართლომ, გამასწოროს

თუნდაც მიწასთან და საფლავს უწარწეროდ შემატოვოს.
ღმერთი–მეგობარი, უსაშველობაში მაძლიერებს.
რახან ჩამოთოვა ღრუბლმა უსამართლოდ, გადავთოვე.
მარტო მძორს გიტოვებთ სოფლის ჭორიკნებს და მარჩიელებს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2456 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0