Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ლევკემია / irakli deisadze - levkemia - 5 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » ირაკლი დეისაძე - ლევკემია / irakli deisadze - levkemia


7:24 PM
ირაკლი დეისაძე - ლევკემია / irakli deisadze - levkemia
ვერ მშველის, დედიკო, ვერ მშველის მაგ ხელით მოწვდილი აბები,
ტკივილი მარწუხად მექცა და სხეულში ნემსებით კირკიტებს,
ვიცი, რომ მოვკვდები, და, თუ კი, აქამდე სიკვდილს არ დავნებდი,
ეს მხოლოდ იმიტომ, მინდოდა მენახა ტყე, როგორ იკვირტებს.

მინდოდა მენახა, თუ როგორ იღვიძებს ხელახლა სამყარო,
თუ, როგორ იშლება მინდორში ყვავილთა ნარნარი კაბები,
კი, მინდა სიცოცხლე, დედიკო, მეც არ მსურს ფარხმალი დავყარო,
ნეტავი მშველიდეს ეგ შენი ცრემლები და მწარე აბები...

ვნახავდი თებერვალს მარტისგან დაჩაგრულს, ვნახავდი ფეთქებას
სიცოცხლის, რომელიც დღეს ასე ძვირფასი და დიდი განძია,
გავნაგრძობ დღე და ღამ, გავნაგრძობ ღვთისადმი გულმხურვალ ვედრებას,
მჭირდება უფალი, თორემ ამ ტკივილმა უკვე მკვდრად მაქცია.

აქამდე ზამთარიც თავისი სითეთრის ხატებით მხიბლავდა,
ახლა ეს სითეთრე სისხლში მაქვს, ვაიმე, მაგ ცუდმა რა მიყო?!
იცოდა ზამთარმა, იცოდა, თუ როგორ ძლიერად მიყვარდა,
მუდმივად მისახლდა სხეულში სითეთრით ის ალბათ ამიტომ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1172 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0