Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ტკივილით / irakli deisadze - tkivilit - 5 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » ირაკლი დეისაძე - ტკივილით / irakli deisadze - tkivilit


7:33 PM
ირაკლი დეისაძე - ტკივილით / irakli deisadze - tkivilit
სხვა რა დავწერო? ირონია, ყველგან სატირა,
ხელ და თვალს შუა მეკარგება რადგან სამშობლო,
ვხვდები, თაობა არ ვარგოდა ჩვენში არც წინა
და არც მომდევნო ივარგებს, თუ ჩემი სამსჭვალი

ბოლომდე ტკივილს არ ვაკმარე. ხიბლის ხაზინა
დაცარიელდა, არც შველაა ახლოს საკმარი,
,,ღმერთი მოკვდაო!"– მეუბნება, ისე დამზრზინა
ტანში, რომ ყველა უკმარობა სულის ჩავკალი

ერთ ამოხვნეშილ ოხვრაში და ჩრდილში ეპოქის
ვიწვი რა, მთელი იმპერიის ამბოხი ხდება
ჩემი სურვილი.მარტო დავრჩი? მარტოც ვეყოფი
ამ მარაზმს. ან თუ ვინმე ზეცის ქიმიდან ხტება,

აქ რა თავშია ღვთაებრივი წასვლა–დეიზმი?
უცოდინარის სტატუსია–ღმრთის მოკვდინება...
თუ შენ ხარ ღმერთი, მაშ სამყარო მხრებზე შეისვი
და გამოიხსენ, მაგრამ თავიც კი მოგწყინდება

სულ საშველი რა, ერთ ნაბიჯსაც საშენოს არ დგამ.
ხელ და თვალს შუა მეკარგება რადგან სამშობლო,
ვხვდები, თაობა მოწინავე, ჩვენგანვე განდგა,
ისევ ჩვენ უნდა მოვიხდინოთ ტანჯვის სამსჭვალი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0