მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 5 » ირაკლი დეისაძე - ძვირფასო, მზეც მოკვდა შენსავით... / irakli deisadze - dzvirfaso, mzec mokvda shensavit...
7:35 PM ირაკლი დეისაძე - ძვირფასო, მზეც მოკვდა შენსავით... / irakli deisadze - dzvirfaso, mzec mokvda shensavit...
|
ათასჯერ გითხარი, თვალები ქუთუთო-ფარდებში დამალე, მზე იწვის შენსავით, მოწამლულ სივრცესაც მინდა, რომ ვუწამლო, ვერ ვნახე წამალი, გზა მიდის ვერსაით.
ნაღადრი ღალატი, ნაქები მიმწუხრის მონსტრებით, განა რა გრძნობაა? ღმერთკაცის სიკვდილის რატომ ვართ მომსწრენი? თუ ღმერთის გმობაა
აზრი, რომ უფალი მოვკალით მარტივად, ეს არის, სირცხვილი... ადამიანი, ცხოვრების ბატონი-ნამდვილი სატირა და აზრის შიმშილი.
სიფიცხე მაკვირვებს სულწასულ ღამეთა, მე, ვუცდი ალიონს, ის, რასაც სამყარო წყვდიადი ჟამისას დალევდა, მთვარეს სურს დალიოს.
ძვირფასო, სიცოცხლე მეც დამიღამავეს, ვიწვოდი მზესავით. თვალებმა ხატება შენი ვერ დალანდეს, მზეც მოკვდა შენსავით...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1080 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|