Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ჩაკლული იმედი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - chakluli imedi - 21 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 2:09 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 21 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ჩაკლული იმედი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - chakluli imedi


1:12 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ჩაკლული იმედი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - chakluli imedi
ლბათ სასმელში ჩავიძირები,
მე სხვა ვერაფერს ვხედავ გზის ბოლოს,
რაც კი იმედი მქონდა ჩამეკლა,
ახლა კი სკამზე კაცი ზის, გლოვობს

გასულ ცხოვრებას რომ მარტოსულად,
ისე მიყავდა როგორც ახლაც, დღეს,
შვება სასმელში წვიმის დროს ნახა,
ალბათ მიწის ქვეშ არვის ადარდებს...

წამით ამ ყოფამ რომ გაუღიმა,
გვერდიც აქცია უამრავი სვლით,
უკან დახია გადაუარა,
ცრემლი ადინა უანგარო გზით.

მას არ შეეძლო ყოველ ორ წუთში,
რომ არ ენახე, ახლა კი წლები
გავა და ისევ ეცოდინება,
რომ მას სხვის მკლავზე ედება მხრები.

ჰოდა ის ვიღაც მე ვარ და ვდნები,
როგორც ნაყინი მზიან ამინდში,
შენ სხვა არჩიე ჩემამდე ადრე
რომ მოგეფერო - "ხელი გამიშვი"

სასმელს ჩარჩება ყველა სხვა გრძობა,
უიმედობას დროსაც გავატან,
მაგრამ სიყვარულს ჩემთვის ვიტოვებ,
არ დამჭირდება სიზმრის გარდაქმნა.

თქვეს რომ დრო კურნავს ყველა იარებს,
მე კი ვფიქრობ რომ უბრალოდ გვაჩვევს
ჩვენ წუთისოფლის რეალურ სახეს
ემოციებიც რომ ყველა ჩაკვდეს.

ვნება თვალებით, გრძნობა კი სულით,
წარმოიშობა - გჯერა თუ არა?
მე შეგიყვარე - მიყვარხარ გულით,
ბედნიერებას გისურვებ მარად!

შენი ღიმილი გამიხარდება,
შენი სევდა კი გულზე მომხვდება,
გვერდზე მინდოდა რომ მე გყოლოდი
აწი არ ვიცი მე რა მოხდება...

ალბათ სასმელში ჩავიძირები,
მე სხვა ვერაფერს ვხედავ გზის ბოლოს,
რაც კი იმედი მქონდა ჩამეკლა,
ახლა კი სკამზე კაცი ზის, ლოთობს!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 15 / 07 / 2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1001 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, ნიკოლოზ ძამიაშვილი, nikoloz qartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0