11 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 2:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 11



მაია დიაკონიძე - ტერენტი გრანელს / maia diakonidze - terenti granels


ფერად შავი ხარ, სევდიანი, მუდამ მდუმარე,
აგკიდებია მიწის სუნი, ზამთრის ფიქრები,
ჩიტივით დაფრთხა შენი სული სიყალბის ცქერით,
მარტოობას და დიდ განსაცდელს ვერ წაუხვედი.
სასაფლაოზე მისულს, ვიცი, შენც თან მახლავხარ,
მე მჭირისუფლობ, ჩემი ცრემლის შენ ხარ ზიარი,
მწუხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2014-11-11 / 11:35 PM / სამშაბათი

მაია დიაკონიძე - უშენობა / maia diakonidze - ushenoba


სიტყვა "უშენობა" გულში ჩავიკარი,
გულქვა მოგონებებს აღარ უჩანს ბოლო,
მინდა შემომხედო, სანამ დაბნელდება,
ვიდრე ჩემს წერილებს დაადებენ ბოქლომს.
ცაზე მზე და მთვარე ბევრჯერ შეიცვლება,
ისევ მახსენდება ფიქრის სამკუთხედი,
თითქოს ერთი გვერდი არის უსასრულო,
სან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1065 / თარიღი: 2014-11-11 / 6:09 PM / სამშაბათი

მაია დიაკონიძე - ბედნიერი ვარ?! / maia diakonidze - bednieri var?!


გაძვალტყავებულ ხელებში ჩავბღუჯე
მე ჩემი ოცნება, ჰაერში ვკიდივარ,
ვერც ზეცას მივწვდი და
ვერც დაბლა დავეშვი,
ქვეყნისთვის ტვირთი ვარ!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონია ვიღაცას,
რომ ბედნიერი ვარ,
გახსნია ჩვენს მიწას წყლულები,
უბედო ერი ვართ!
სიტყვებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1242 / თარიღი: 2014-11-11 / 6:06 PM / სამშაბათი

მაია დიაკონიძე - არ ვიცი, რა ფერის ზღვა არის... / maia diakonidze - ar vic, ra feris zghva aris...


არ ვიცი, რა ფერის ზღვა არის,
ლურჯია, მწვანე თუ ცისფერი,
ვიცი, რომ თვალები ზღვა არის
და მთელი სამყარო მიცქერის.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2014-11-11 / 5:54 PM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - დღეს ვარ ფოთოლცვენა ამ ხის / lika meltauri - dghes var fotolcvena am khis


დღეს ვარ ფოთოლცვენა ამ ხის,
მერე მაჯისცემა– ცამდე,
ფოთლებს აყოლილი ბახი...
გული ვეღარ უძლებს ამდენს...
მერე გაციება შენი,
თითქოს ფოთოლცვენას გავდე,
ახლა ეს ფოთლები გშვენის,
ვიცი,
ვერ გავუძლებ ამდენს...
შენი გამოხედვა– ნისლი;
ჩემი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1107 / თარიღი: 2014-11-11 / 9:18 AM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - გავთელე სულყველა ბილიკი / lika meltauri - gavtele sulkvela biliki


გავთელე სულყველა ბილიკი,
ვაგროვებ გზადაგზა ნარცისებს...
მომბეზრდა ამდენი ქილიკი,
და ახლა როგორ ვარ?– არც ისე...
გული მაგარია, ხისაზე
როგორ ვარ,ახლა ვის ადარდებს,
ამიტომ ვიკიდებ სხვის აზრებს (sorry) ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2014-11-11 / 9:17 AM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - ვგრძნობ, რომ ვთავდები და... / lika meltauri - vgrdznob, rom vtavdebi da...


ვგრძნობ, რომ ვთავდები და...
ეს ან მადლი არი, ან ახი...
გამიხდი თავდები და
ქალად გამაჩინე ტალახი.
ვიცი გეურჩე და
ვკარგავ უგუნურად ამ წამებს,
შენი მეუფება
რომ ვერ დავაფასე , მაწვალებს...
დაბლა მიწის მშურს და
შენთან წვდომა მაღლა ხის...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2014-11-11 / 9:16 AM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - მომეცი ძალა აღსარების / lika meltauri - momeci dzala aghsarebis


მომეცი ძალა აღსარების
ღმერთო, ბოლომდე,
განდევნე ჩემგან სიყალბე და
განდევნე რისხვა,
მომეცი ძალა დავამარცხო
სევდა თან რომ მდევს,
მომეცი ძალა
მყავდეს ძმა და
მიყვარდეს ის სხვაც...
ბევრჯერ დავეცი
და ვდგებოდი,
როგორც შემეძლო
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1056 / თარიღი: 2014-11-11 / 9:15 AM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - მთა / lika meltauri - mta


როგორი შფოთი რამა ხარ,
სიყვარულის დრო ახლაა...
არ იცი, როგორ მაკლიხარ
გული ღრუბელზე მაღლაა...
მტკივა,
მარტო რომ დარჩები
მტკივა,
ქსანი და არაგვი,
მონატრება ხარ შენ ჩემი,
ისეთი, როგორც არავინ.
რა უცნაურად გაშავდა
ცა ტიალი და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1117 / თარიღი: 2014-11-11 / 9:14 AM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - ოშკი და ხანძთა... / lika meltauri - oshki da khandzta...


როცა უკბილო ურდო "იცავს"
ჩემს ოშკს და ხანძთას,
ცრემლმორეული კედლებს ვკოცნი,
წინაპრის ძვალთა...
როცა თავ-პირი ჩამოსტირის
ურდოში ხანძთას,
სად არის ამ დროს
სამშობლოს განცდა?!....
როცა სამშობლო სადღეგრძელოში
აქ, ჩვენთან გაცვდა,
იქ, მთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1331 / თარიღი: 2014-11-11 / 9:13 AM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - როცა უზნეობას ახლავს აპათია / lika meltauri - roca uzneobas akhlavs apatia


როცა უზნეობას ახლავს აპათია,
მერე შენთან მოვალ უტიფარ თვალებით...
მაინც შენ მოგმართავ-
ღმერთო მაპატიე...
ხვალ ისევ ვიქნები ყელამდე ვალებით...
როცა უზნეობას არ უჩანს თავ-ბოლო,
მოვდივარ უტიფრად,
როცა კვლავ მჭირდები,
მერე გადაღლილი უკვე საბოლოოდ < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1022 / თარიღი: 2014-11-11 / 9:12 AM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - ქალი / lika meltauri - qali


რამდენ საუკუნეს მოვითვლი არ ვიცი,
მოვდივარ ტანჯვით და
მოვდივარ ამაყად,
ამდენი საუკუნის ვნებამორეული
როგორ გიერთგულებ
ნეტავი განახა.
თუ ნეკნი გაკლია
მიზეზს ნუ მოძებნი
ნუ ცდილობ გამხადო
ერთ წუთში მხევალი,
თუ ნეკნი გაკლია
იქნე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1073 / თარიღი: 2014-11-11 / 9:11 AM / სამშაბათი

ლიკა მელთაური - იცი რა? ნუ დარდობ, რაღაც შიცვლება... / lika meltauri - ici ra? nu dardob, raghac sheicvleba


იცი რა?
ნუ დარდობ,
რაღაც შეიცვლება
როდემდე გაატანს ოხერი ავდრები,
სულ ხომ არ იქნება
ამდენი ფოთოლცვენა,
ჩაივლის სევდის და მინორის კადრები.
იცი რა?
ეს ერთი იმედი შემომრჩა,
იმედი
ამქვეყნად ტკივილის დაძლევის...
უფალო,
აქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1227 / თარიღი: 2014-11-11 / 9:10 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - გოგოვ ალვისტანიანო... / otar rurua - gogov alvistaniano


გოგოვ ალვისტანიანო -
ქართულების მოცეკვავევ,
მიჩქარდება გულისცემა
როცა ვხედავ გაშლილ მკლავებს.
დაგილოცავ დედის ძუძუს,
თუმც გადიან სწრაფად წლები,
სიზმრად ვკოცნი მაგ თბილ ხელებს,
ბაგეს ვახებ მოწიწებით.
როცა გხედავ გაღიმებულს
მიამდება ტკივილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1011 / თარიღი: 2014-11-11 / 9:07 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - ღალატი / otar rurua - ghalati


... და უღალატა ქმარმა ცოლს,
სხვა ქალს ჩაუწვა ლოგინში,
ისე წავიდა სახლიდან,
არც მოუხდია ბოდიში.
შორს გააჭენა ულაყი -
რომელიც თვითონ გახედნა,
ერთდროს ერთგული მეუღლე
სხვა ქალის მკერდზე გახელდა.
არ მწამს ეგეთი კაცების,
არც მათი დანათესია, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1177 / თარიღი: 2014-11-11 / 9:06 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - თბილისი / otar rurua - tbilisi


რა არის? – სიყვარულია
თქმული ლექსად თუ არაკად,
თუ დასჭირდება, ჩემს თბილისს
შევეწირები ზვარაკად.
ალალად ვამბობ: მიხარის
როდესაც მეც მწვავს მზე იმის,
როს მის წვიმაში ვსველდები
წუთები მიდგას ზეიმის.
მწვავს სიყვარულის სახმილი
თბილისელ ლამაზმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2014-11-11 / 9:04 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - რომ არა ლადოს პოეზია / otar rurua - orom ara lados poezia


პოეზია ჩემთვის ყველაფერია, უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია!
ლექსების წერა მე ცოტა გვიან, 18 წლის ასაკში დავიწყე... ეს იყო სტუდენტობის დაუვიწყარი ხანა, თან ლექსებს ვწერდი და თან გეპეის თეატრში სპექტაკლებს ვთამაშობდი!
ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია, ვენაცვალე მის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1153 / თარიღი: 2014-11-11 / 9:04 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - ოთარ... / otar rurua - otar...


თუმც ბოლო დროს მოგეძალა გრანელი -
სულ ტყუილად განიცდი და შფოთავ,
არ ჩაქრება სიყვარულის სანთელი,
ვიდრე ჩვენთან ღმერთი არის ოთარ.
თუმც ბოლო დროს მოგეძალა გრანელი -
დღემდე ყველას ოპტიმიზმით ავსებ,
თუ გვსურს უფლის არ მოგვაკლდეს ნათელი,
გული გვქონდეს სიყვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1198 / თარიღი: 2014-11-11 / 9:03 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - არსაკიძის მონოლოგი / otar rurua - arsakidzis monologi


სვეტიცხოველთან ვდგავარ და
თვალწინ ცოცხლდება წარსული!
ვერ ვამჯობინე ქმნილებას
კოლონკელიძის ასული!
თუმც გული დამრჩა კვლავ ღია,
მკლავი მიკურთხა გამჩენმა!
შორენა - ჩემი დარდია,
ტაძარი - ჩემი მარჯვენა!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1037 / თარიღი: 2014-11-11 / 9:01 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - ჩვენს ლამაზმანებს სულ სხვა ეშხი აქვთ / otar rurua - chvens lamazmanebs sul skhva eshkhi aqvt


ლექსი ეძღვნება ორ ლამაზ გოგოს:
ერთს მერი ჰქვია... მეორეს ანა,
მათი თვალები მხიბლავენ როგორც
ტკბილად ნამღერი ''დიდოუ ნანა''.
ჩვენს ლამაზმანებს სულ სხვა ეშხი აქვთ,
ჯეირნის ყელი... ნუკრის თვალები,
მას დროც ვერ წაშლის - რაც თვით გენშია,
ასეთ სიტურფეს მივე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2014-11-11 / 9:00 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - ჩემი ჟღალი მიმინო! / otar rurua - chemi jhghali mimino!


გამიფრინდა... სად გაფრინდა,
ვისთან არის ვინ იცის?!
უიმისოდ მზეც არ მინდა,
მზეც არ მინდა თბილისის!
დაღვრემილი ვხვდები აისს,
დამრჩა მხოლოდ ოცნება!
ნეტავ ახლა ვისთან არის,
ვის მიერ იკოცნება?!
ვახ, ნეტავი მაცოდინა
ვის მხარზე ზის ამჯერად!
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1175 / თარიღი: 2014-11-11 / 8:59 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - ერთ-ერთი მაინც რო მყოლოდა... / otar rurua - ert-erti mainc rom mkoloda


და რო მყოლოდა, მთელ სიცოცხლეს მას მივუძღვნიდი,
ძმა რო მყოლოდა, ვაცხოვრებდი სამაგალითოდ,
მაგრამ ვაი, რომ წუთისოფლად არცერთი არ მყავს,
მეც ალბათ ყველას ვეცოდები სწორედ ამიტომ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1001 / თარიღი: 2014-11-11 / 8:57 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - ქალო ქართველო! / otar rurua - qalo qartvelo!


შენ ისე ცეკვავ ქართულ ცეკვებს ქალო ქართველო,
თვალის მოწყვეტა არ მსურს შენი ტანის რხევისთვის!
შენ ასახელე ფარგლებს გარეთ ეს საქართველო,
ცხოვრობ და იღწვი ისევ მისი უკვდავებისთვის!
შენ ისე ცეკვავ, შენი ცეკვით დღემდე მაოცებ,
სიხარულისგან მიჩქარდება გულის ცემა და...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1159 / თარიღი: 2014-11-11 / 8:56 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - ჭადრაკი / otar rurua - chadraki


ჭადრაკი – ეს არის თამაში, რომელიც ადამიანის გონებას უფრო მეტად ანვითარებს. ლენინი ჭადრაკს ''გონების ტანვარჯიშს'' ეძახდა.
ჭადრაკს თამაშობდნენ: ნაპოლეონ ბონაპარტე, ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი და სხვა დიდი პიროვნებები.
პირველი ქართველი დიდოსტატი ანდრია დადიანი იყო.
მე–20 საუკუნე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1518 / თარიღი: 2014-11-11 / 8:54 AM / სამშაბათი

ოთარ რურუა - ღმერთო! / otar rurua - ghmerto!


ღმერთო! თვალი აგვიხილე ქართველებს,
ძალა მოგვეც... გაგვინათე გონება,
რომ საფრთხისგან კიდევ ერთხელ დავიცვათ
ჭეშმარიტი ჩვენი სარწმუნოება.
ლამის არის გაგვათურქონ... საკუთარ
სამშობლოში სურთ გვაქციონ მონებად,
მჯერა: ერის არ დაუშვებ დაღუპვას,
რადგან შენ ხარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1009 / თარიღი: 2014-11-11 / 8:53 AM / სამშაბათი

ნათია ლაბაური - რატომ ხდება ასე / natia labauri - ratom khdeba ase


❤️(ეძღვნება ცხონებულ ოთო გურგენიშვილს) ❤️

რატომ ხდენა ასე, მითხარი მე რამე,
აღარ მინდა ვგავდე, სახლში ნაგდებ ავეჯს,
რატომ მიდის მალე, ყველა გმირი ასე,
ვაჟკაცია კაცი, დღეს კი მიწა ადევს.
ოთო იყო ჩვენი ნიჭიერი კაცი,
თავის ცხოვრებაში გააკეთა კარგი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1270 / თარიღი: 2014-11-11 / 6:44 AM / სამშაბათი

გეგა ოდიშელი - წითელი ბალაგანი / gega odisheli - tsiteli balagani


1.
მე დავიბადე შემოდგომის სველ თოვლში და სარკეში ვცხოვრობ.
ჩემი სხეული ელოდება მზეს.
მკვდრების სიზმრებიდან გადმოსულს..
როგორც ცოდვების მონანიება,
ნაცვლად პირველი სიყვარულისა მე გავეცი ჩემი სიცოცხლე,
დავრჩი სიკვდილი, რწმენა და იმედი..

2.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1028 / თარიღი: 2014-11-11 / 1:18 AM / სამშაბათი

შოთა ნოზაძე - ალბათ გძინავს / shota nozadze - albat gdzinavs


ალბათ გძინავს...
ვანაცვალე მე შენს ფიქრებს ჩემი გული...

ალბათ გძინავს...
ვანაცვალე მე შენს სიზმრებს ჩემი სისხლი...

ალბათ გძინავს...
ხომ არ გცივა? მოგაფარებ მე ჩემ სულსაც...

ალბათ გძინავს...
და არც გცივა...
მე კი ისევ ვანაცვალე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1058 / თარიღი: 2014-11-11 / 1:16 AM / სამშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0