04 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 3:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 04



თემო ჯავახიშვილი - მოხუცი კემსავს სევდიან სიმღერებს / temo javakhishvili - mokhuci kemsavs sevdian simgherebs


მოხუცი კემსავს სევდიან სიმღერებს.
ანგელოზი - მწვანე ცხენით
ნომერი ოთხი.
აკაკუნებენ.
მოხუცი
კემსავს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2014-11-04 / 1:04 AM / სამშაბათი

თემო ჯავახიშვილი - სადგურში / temo javakhishvili - sadgurshi


სადგურში
სადღაც ბნელ ქალაქში
ავდრიან ღამით
მატარებელში ავიდა კაცი.
დადო ზურგჩანთა.
მაგიდაზე შვილის სურათი.
შეიგინა და...
ჩაეძინა.
ნეტავ რა სიზმარს ხედავს ეს კაცი?

კომენტარები: 0 / ნანახია: 1107 / თარიღი: 2014-11-04 / 1:03 AM / სამშაბათი

თემო ჯავახიშვილი - საით მდინარევ? / temo javakhishvili - sait mdinarev?


საით მდინარევ?..
ცოფიანო, შეშლილო, შლეგო...
მეც მდინარე ვარ
შემიერთე...
მეც წამიყვანე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2014-11-04 / 1:02 AM / სამშაბათი

თემო ჯავახიშვილი - ჩემო ჯონათან / temo javakhishvili - chemo jonatan


ჩემო ჯონათან,
მენატრები... შენზე ვლოცულობ.
ვიცი გულს გატკენ,
დაგვაშორეს ერთმანეთს ყველა.
მე სხვა ლაგერში გადამიყვანეს
და ფრენის საქმეც კარგად ვერაა.
ვეღარც ვვარჯიშობ... დამემტვრა ფრთები,
ბაზაში კი არაფერი არ იშოვება...
მე ხშირად ვტირი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1309 / თარიღი: 2014-11-04 / 1:02 AM / სამშაბათი

თემო ჯავახიშვილი - ძაღლმა დაკარგა კუდი / temo javakhishvili - dzghlma dakarga kudi


ძაღლმა დაკარგა კუდი.
დაკარგა ომმა მეომარი.
დაკარგა მეომარმა ცხოვრება.
დაკარგა ცხოვრებამ აზრი.
დაკარგა აზრმა სიტყვა.
დაკარგა სიტყვამ კაცი.
დაკარგა კაცმა ღმერთი.
ძაღლმა კი კუდი დაკარგა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1045 / თარიღი: 2014-11-04 / 1:01 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - ნაცვალსახელი / tamar javakhishvili - nacvalsakheli


„სარკევ, თვალები გადამალე,
სულ აღარ მგავხარ“..

დღის შუალედში, წუთის თუნდაც მეათასედში,
საკუთარ თავებს პატიებას თუ შევპირდებით,
დრო - უმიზეზო სტუმარივით დაგვათენდება,
უკანასკნელად შევიყვარებთ, თითქოს პირველად
რაც იყო უკვე აღარ გვახსოვს, და თვალებიდან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1240 / თარიღი: 2014-11-04 / 0:59 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - ფლეიტა / tamar javakhishvili - fleita


აქ ჩემზე დაწერენ.
იტყვიან _ საცერში ფქვილივით არჩევდა
ქატოსგან სტრიქონებს.
ბაბუაწვერები ჰაერში უშვებდნენ
უდროო განედებს,
სისხლიან ლიქიორს კი
ერქვა მდინარეთი ჩემი და სისხამზე
მკლავებჩამოყრილი ტიროდა ფლეიტა _
ვიდექი ამაყიც,
ვიდექი მორჩილიც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1088 / თარიღი: 2014-11-04 / 0:57 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - იალბუზი / tamar javakhishvili - ialbuzi


(ვულკანის გაღვიძება)

“მხოლოდ მთა იგი...
იდგა მთა იგი
დემონის ხელით
მძლავრად ნახატი;”
გალაკტიონი

ბოჩი!..
დამალე შენი სოფელი.
გაშლილ მინდვრებზე ვულკანს პირი დაუღია და
ლავა ამ ჩემი სიძულვილით სავსე საშოდან
პირუტყვს შორეულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1332 / თარიღი: 2014-11-04 / 0:56 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - ლოლიტა / tamar javakhishvili - lolita


ღამით, როდესაც ყველა იძინებს
და საიდუმლო აღარ არის ასე მტანჯველი,
თითქოს მთვარის შუქს სათითაოდ მიჰყვებიან მოგონებები,
მილიონობით ფერწასული ადამიანის
პროფილს ხაზავენ და სიმარტოვეს
ასე უჩუმრად შემოპარულს კედლის ღრიჭოდან
აღსარების თქმა უგვიანდება,
რას ჩა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1091 / თარიღი: 2014-11-04 / 0:53 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - ჯარისკაცები / tamar javakhishvili - jariskacebi


ჯარისკაცები დგებიან ადრე.
რეზინის ჩექმებს ისწორებენ.
ხელებს იფშვნეტენ.
მორყეულ, უშნო მაგიდებთან უხმოდ სხდებიან.
სიცარიელით ამოვსებული რკინის ჯამიდან -
მოლოდინს თქვლეფენ.
ეს რა თქმა უნდა, რომ არ არის ნაყინი-ბრიულე,
არც ბრიჯის ფლავი – ცუკატებით და ქიშმი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1025 / თარიღი: 2014-11-04 / 0:52 AM / სამშაბათი

თამარ ჯავახიშვილი - მწვანე მონასტერი / tamar javakhishvili - mtsvane monasteri


ო, ღმერთო ჩვენო, მომანიჭე მადლი სიტყვისა
მადლი სიტყვისა – უცნაური აღმონაცენი...
იწვის სანთელი, ალმა სივრცე გაითითქმისა
და მასთან ერთად ინავლება გრძნობის ნარჩენი...
მწვანე უღრანში სავანეა სნეულთმკურნალის,
გლახაკთა ხელის ამპყრობელის, მოწამის დიდის
შემცოდე სულე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1345 / თარიღი: 2014-11-04 / 0:49 AM / სამშაბათი

თამარ ჯავახიშვილი - მშობლიური / tamar javakhishvili - mshobliuri


ისევ სექტემბრის ქარია,
დარებიც სექტემბრისანი,
ისევ ისეთი წყნარია
აბოს ნიში და ისანი.
და ისევ მელანდებიან,
ვარამთა ლოცვით მზღვევლები
ნაწყენი საბა-სულხანის
ცად აპყრობილი ხელები...
ხორბლის, მახობლის სუნია
და ქარიანი ღამება
და რაღაც, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1133 / თარიღი: 2014-11-04 / 0:46 AM / სამშაბათი

თამარ ჯავახიშვილი - ბედნიერება არ იპოვება / tamar javakhishvili - bedniereba ar ipoveba


ბედნიერება არ იპოვება.
ბედნიერებას ვერ დაიმსახურებ,
ბედნიერებას ნურც ეცდები,
თუ შენი მთელი არსებობა
თავგანწირვის მზადყოფნად არ გადააქციე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2014-11-04 / 0:44 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - მდუმარე ლოცვა / giorgi gabaidze - mdumare locva


ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
კვირის მწუხრიდან ვემზადები - კვლავ საკვირაოდ,
ვდაგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო.

შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია,
დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1298 / თარიღი: 2014-11-04 / 0:37 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - საქართველოს ლექსის რაინდო / giorgi gabaidze - saqartvelos leqsis raindo


გენრი დოლიძეს

შენ შეიძლება არც გიფიქრია,
შენი ფიქრები ქარმა არია,
ნაპოეტრები სადღაც მიქრიან...
შენ სისხლში რჩები რაც მთავარია!

შენ პოეტობა გეფიანდაზა,
გწამდეს წარსულში უსამსალია,
ახლა პოეტობს ყველა ჯამბაზი,
ყველა მასხარა, ვის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1376 / თარიღი: 2014-11-04 / 0:36 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - ქართველი პოეტი / giorgi gabaidze - qartveli poeti


(ეძღვნება ზურაბ გორგილაძეს)

რასაც ვწერდი ვიწამე, ხალხს გავანდე გულისთქმა,
ვწერე სულის ნაშანთი, განცდით ნაიარევი,
ამან რა გაისაზრა, იმან რა იგულისხმა,
ყველა გამსვლელს გულიდან ღია დარჩა კარები.

მე ულევი ცის ნამით, შემოდგომის თვალებში,
შევეფე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2014-11-04 / 0:33 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - ღვიძავთ სურვილებს / giorgi gabaidze - ghvidzavt survilebs


(მამა პეტრე კვარაცხელიას)

მოაქვს ფიფქები თბილისისკენ
თბილი აურით,
ვაგონს, რომელიც ვეღარ იტევს
სითბოს ამხელას,
მოჰყავს შხუილით პოეტი და
უფლის მსახური,
როგორც სიშორედაძლეული
გრძნობის გამხელა.

ფიფქი მინაში შემოჭრას რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1066 / თარიღი: 2014-11-04 / 0:31 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - ყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi


ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.

ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს,
ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი,
სუნთქვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2014-11-04 / 0:29 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - შენ ელი... / giorgi gabaidze - shen eli...


(თუნთას)

შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?
მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,
მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,
ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.

ის მოვა უბრალოდ, ანაზდად მომენდე...
ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს,
სისრულე დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1369 / თარიღი: 2014-11-04 / 0:27 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - შიშველ ბათუმზე კოცნა მომინდება / giorgi gabaidze - shishvel batumze kocna momindeba


ყინვა შემეპარა - სითბოს ატროფიად,
სული მარხულობით დავაკორექტირე,
ძველი ჩვეულება სევდით დამთრობია,
ღამით ალკოჰოლად გავათოვებ- (ტირე)
დი... ამ მოლოდინში ისე მომინდები,
ცრემლი აკივლდება ძველი არღანივით,
მერე მრისხანება ცისა მობინდდება,
ღამე გადაძვრება ბა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2024 / თარიღი: 2014-11-04 / 0:25 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - შუაღამე... / giorgi gabaidze - shuaghame...


(ტერენტის)

ვუყურებ, თუმცა ვერ ვიმეტებ,
სანთელზე ფრთებდამწვარ ფარვანას,
ერთი დღის ნაბოძებ იმედებს,
ნათლისკენ სწრაფვაში ავანებს.

და უკანასკნელზე მეც ვფიქრობ,
სულის იმ ღვთაებრივ როკვაზე,
მომეცა ცოტათი მეტი დრო,
რომ სამას სამოცი მოვხაზო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1023 / თარიღი: 2014-11-04 / 0:24 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - შუქნაკლული ლამპიონები / giorgi gabaidze - shuqnakluli lampionebi


ჩვენ ერთმანეთის ორეულებად დავძრწით ქალაქში,
ქუჩებში სადაც ლამპიონებს შუქი აკლიათ,
მუცლადყოფნისას იგი უკვე იყო ზვარაკი,
და იოანე მაშინათვე იყო ნათლია.

მხატვრებიცა ვართ და ფერების არევაც ვიცით
სამი ფერისგან ათასფერი ძალგვიძს ვაქციოთ,
მერე შევავსოთ ამ ფერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1306 / თარიღი: 2014-11-04 / 0:23 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - ჩემი ყურით გაგონილი ფარცქვალას პასუხი / giorgi gabaidze - chemi kurit gagonili farcqvalas pasukhi


დიმიყურეთ, მოგახსენოთ ჩემებური ხებერი,
მამაჩემი თუ ადვილად გააქილიკბითურეთ,
ის გამოდგა ბლუცუნაი და ჩემი ძმა კი ბეყერი,
ხალხმა იმითვალწუნა და ყველა უნდოდ მიყურებს.

მეიფიქრეთ ვითომ ზვინში რამე ცუდი ვიკადრე,
სულ ტყუილად ლაპარაკობთ ჩემზე სოფლის კაცები,
გეფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1077 / თარიღი: 2014-11-04 / 0:22 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - ჩვილის სონეტი / giorgi gabaidze - chvilis soneti


მართმევ სხეულს და მომავალს კი წარსულში მარხავ,
ახლა სიტყვებიც, როგორც მე – შენ მეზედმეტება,
გაუსაძლისად მტანჯავს სისხლის არშედედება,
შენ ნერწყვს ვერ ყლაპავ და სიმშრალით გევსება ხახა.
...
ვიოლინოს ხმას აუტანლად მინაზე კაწრავს -
სიცოცხლის ჟინი - წამებსაც რომ ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1170 / თარიღი: 2014-11-04 / 0:21 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - წამის ტუსაღი / giorgi gabaidze - tsamis tusaghi


ამ სისხლის ძარღვებს, სიცოცხლის სხივებს,
მუზები გრძნობით ასაზრდოებენ,
სიწითლედ ასხმულ ბურთების მძივებს,
დროში ხორცშესხმულ ლექსად ტოვებენ.

აღტაცებაში გაყინულ თრთოლვას,
ჩამოათოვებს მტვერი ვანილის,
იგრძნობ ცოდვილი სიამედ ოლარს...
მსუბუქ ჟრუანტელს ად ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2014-11-04 / 0:19 AM / სამშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0