რეზო გეთიაშვილი - საკუთარი სიბერე / rezo getiashvili - sakutari sibere
სულ უფრო არ ყოფნის ფერები ფერების შესაფერი სულ უფრო არაფერს - ფოთლებით, ხეივნით, პოინტერით, წარსულშიც, ჯერ კიდევ არგასულ წუთებს რომ ეწაფება, ოდნავღა კრთებიან ლანდები ბავშვობისდროინდელი. მგონი ამ ბოლო დროს მეტამორფოზები მეძნელება, თორემ საკუთარ ჩრდილს გამოსახუ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1170 / თარიღი: 2014-11-03 / 11:06 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - სამოთხის კართან / rezo getiashvili - samotkhis kartan
თითქოს ახლო ვარ სამოთხის კართან, და თითქოს ჩვენზე ლოცულობს ქარი, მე სახლში შენი სურნელი წამყვა და გულზე შენი თითების კვალი. ცისფერი ღამის ფიქრიან სიზმრებს შენზე ლოცვები წვიმებად უვლის, მე მზეში შენი ღიმილი ვიგრძენ და ცაში - შენი ლამაზი სული.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1047 / თარიღი: 2014-11-03 / 10:23 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - სიყვარულით / rezo getiashvili - sikvarulit
ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს, ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები, გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო, სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1077 / თარიღი: 2014-11-03 / 8:54 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - სპირალი / rezo getiashvili - spirali
თითქმის მიილია მარტი, ვერ ვიტყვი რომ მაგალითი თრთოლვის, ჰორიზონტებს ფენდა ანფასში და პროფილში, უკვე გაზაფხულმა მზერა ხიფათივით ამარიდა, თბილი ღამეებით, ბოლო იმედების ოფისით, უკან დაბრუნება შეუძლებელია, მარგარიტა, დღეებს... მერე რა რომ გზები, შორეული, ყოფითი,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1263 / თარიღი: 2014-11-03 / 8:48 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - უსიყვარულოდ / rezo getiashvili - usikvarulod
იცი, რომ ოდესმე ზღვაც იქნები, შიში სიცოცხლის და მაგნოლიის, მოგსვამ, წმინდანივით განცვიფრდები, აშლილს, წვიმიანს და მარილიანს. იცი... ქვიშიანი ღამეები, თუმცა სიმშვიდეა ერთიციცქნა და ცაც გუთანივით გამოგვაბეს რაღაც წარსულების ასაჩიჩქნად.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1574 / თარიღი: 2014-11-03 / 8:39 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - ქავე გელ / rezo getiashvili - qave gel
და დღე, რომელიც თითქოს იყო, ამის მერეა და თვალებიდან თვალებამდე მზერა, ბორანი, ქავე გელ, მაინც რიოში ხარ და გალერეა ყველა სინაზის, ყველა ნაკვთის, ყველა მორალის. ქავე გელ, სადმე დაგიგებდნენ ხაფანგს, მაკაგონს, სადმე ზღვისპირა სასახლეში, სული გერევა, ქავე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1313 / თარიღი: 2014-11-03 / 8:37 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - შვედური ზღაპრები / rezo getiashvili - shveduri zghaprebi
წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი, არც შენი კაბები, უხმოდ რომ დასველდნენ, მოწყენა, კაპრალი. გშვენოდა, იცოდი, თვალებში პატარა ცრემლები მონახე და მერე თვალებით, თითებით მიამბე შვედური ზღაპარი. ეს იყო სულერთი, სულ ორი, სულ ცოტა, სიზმრები, ღმერთები, რადგა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1434 / თარიღი: 2014-11-03 / 8:32 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - ში-ში / rezo getiashvili - shi-shi
ჩაკეტილ წრეში, სიჩქარეში, შიშში, საფოსტო ყუთში, კუთხეში, აკვარელში, ჭიქა ღვინოში, ყავის ჭიქაში, ძილბურანში, მთაში, მამაში, შვილში, თვალებში, პირველ რიგში, შენში, ორმოში, სახლში, ცოდვაში, მშვიდობაში, ნავში, ბანქოში, ჩრდილში, რენტგენში, ანარეკლში, ორიგინალში,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1189 / თარიღი: 2014-11-03 / 8:26 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - შინ დაბრუნება / rezo getiashvili - shin dabruneba
დღეს შენ სახლში ხარ, სკამებია უდავოდ სახლში, რბილი სკამები, ზოგიერთზე კიდეც მინდება ფიქრი, ძალიან რბილი ფიქრი, დავასახელებ კედლებსაც, რაკი პირების და პირსაწმენდების სილბოა მათზე, დიდი სილბო და უკვე ჩემთან შორი და ძველი მუსიკაა, სიჩუმე, თითქოს ღმერთებს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1205 / თარიღი: 2014-11-03 / 8:24 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - წაწალი / rezo getiashvili - tsatsali
ეს ზღუდე ისე მკვეთრია და ისე ბასრი – ხანჯლის პირივით, თვალის გახელა არ მჭირდება. არარსებულ სიმართლეში არსებობის გამართლება თვალთმაქცობაა. შენ კი ცდილობ დამარწმუნო, თითქოს, გხედავდე, როცა გახებ დეფორმირებულ თითის ბალიშებს. როცა თითების ფეხაკრეფა ფერმკრთალდება ვარსკვ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1391 / თარიღი: 2014-11-03 / 8:22 PM / ორშაბათი
რეზო გეთიაშვილი - ჯუზეპე ვერდი / rezo getiashvili - juzepe verdi
არაყი ხორბლის, კაპრალი სპლინი, ნანათი ჟღვრა და ქერაღრუბელა, თვალებში ზეცის უკანა პლანი... ო, პარაბოლა, ოპერა, ბელა და ყველაფერი იცვლება გვიან, აპრილით მარტი, ფოქსტროტით ვალსი, დღეები დღეებს მარტივად გვიან და რჩება რაღაც, ისე თუ ასე.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1712 / თარიღი: 2014-11-03 / 8:16 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - ჩაუმქრალი სანთლები - ჰოიდა ნანა / აჭარელი ვიყავ განა! / zurab gorgiladze - chaumqrali santlebi - hoida nana / achareli vik
ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა, ხულო შუახევ ქედიდანა, დედო დვრინით დამემღერა, დიდიგოროზი მთები თანა, მთები! - ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვაოდა, კლდის ბორ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 3 / ნანახია: 6708 / თარიღი: 2014-11-03 / 9:42 AM / ორშაბათი
|