08 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 3:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 08



ჯარჯი ფხოველი - სიტყვა ხელს შემოგიბრუნებს / jarji fkhoveli - sitkva khels shemogibrunebs


სიტყვა ხელს შემოგიბრუნებს:
იმისი მზერის პირბასრ ხანჯლებს
თვალებით დაეხევი...

სიტყვა აგიჯანყდება:
თავის მწარე ხვედრს
მხრებიდან გადაიგდებს...

თავის ნაღველს,
ათასწლობით რომ აგროვა,
შენს ფურცელზე ამოაზიდვებს...
შენს ძველისძველ და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1047 / თარიღი: 2014-11-08 / 10:20 PM / შაბათი

ჯარჯი ფხოველი - აქვე: სულ ახლოს / jarji fkhoveli - aqve: sul akhlos


ამ გულგველიან, ამ განუჭვრეტელ
წყვდიადში მწარე კენჭები ხვეტე...

ამ შემოძარცვულ, ამ მიუკარებ
ხეებზე თმებით აბამდი ქარებს...

ამ გულღორღიან, ამ განუკვეთელ
ღამეში ნათლის ეძებდი წვეთებს...

აქვე: სულ ახლოს გშორდება მტკვარი,
აქვე: სულ ახლოს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1232 / თარიღი: 2014-11-08 / 10:19 PM / შაბათი

ჯარჯი ფხოველი - დახატე ღამე / jarji fkhoveli - dakhate ghame


დახატე პირშავი ღამე,
სადაც სიტყვები
ვარსკვლავებივით იკამკამებენ...

დახატე კაცი,
ღამის გულში ცეცხლს რომ უკეთებს,
ღამის ამოცნობას რომ მიელმის,
ღამის ფიქრის ამოხსნა რომ სწყურია...

დახატე პირშავი ღამე...
დახატე პირშავი კაცი,
ღამი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1100 / თარიღი: 2014-11-08 / 10:18 PM / შაბათი

ჯარჯი ფხოველი - ვან ვეი / jarji fkhoveli - van vei


ჩინის მხატვარი დახატავს
ჯუჯა ხეს, წელში მოხრილს...

იმ ხის ქვეშ შენი სავანე:
შენი ბამბუკის ქოხი...

და შენი გული: ღიღინით
და ღვინით მონაოხი...

ცხოვრება განდეგილისა:
მდორედ მავალი , ლოხი...

დაემსგავსება პოეტი
ჯუჯა ხე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1141 / თარიღი: 2014-11-08 / 10:17 PM / შაბათი

ჯარჯი ფხოველი - თვალი / jarji fkhoveli - tvali


შენი თვალი გაფართოვდა:

სივრცით გაივსო...

და დაეტია შიგ ღრუბლების

გაშლილი ფრთები...

შიგ დაეტია ქართლის მინდვრები...

შიგ დაეტია მწვერვალები,

შენ რომ გიყვარდა;

შიგ დაეტია ის საქართველო,

ამოვარდნილ გუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1055 / თარიღი: 2014-11-08 / 10:16 PM / შაბათი

ჯარჯი ფხოველი - ის მიდიოდა... / jarji fkhoveli - is midioda...


ის მიდიოდა და ტიტველ ქუჩას

გულზე თავის ჩრდილს აფარებდა...

და კაცების ხარბი თვალები

კვალზე მისდევდენ და კორტნიდენ იმის მშვენებას

მშიერ ყორნების ნისკარტებივით...

მიდიოდა, როგორც დილა გაზაფხულისა,

გულში რომ იკრავს

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1311 / თარიღი: 2014-11-08 / 10:14 PM / შაბათი

რაფიელ ერისთავი - სამშობლო ხევსურისა / rafiel eristavi - samshoblo khevsurisa


სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1583 / თარიღი: 2014-11-08 / 9:58 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - მამაჩემს დავრჩი ბიჭი ობოლი / niko samadashvili - mamachems davrchi bichi oboli


მამაჩემს დავრჩი ბიჭი ობოლი,
მზრდიდა ვერხვების რწევა და ტაში,
როგორ მიყვარდა ჩემი სამშობლო
და წეროების ძახილი ცაში.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1159 / თარიღი: 2014-11-08 / 1:51 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - იქით / niko samadashvili - iqit


დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს
ოდესმე სადმე გაეღვიძებათ.
ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს,
რაც სიცოცხლეში არ შეიძლება.

ჩემი ლექსები შენს მწველ უბეში
ბეღურებივით იფართხალებენ.
და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო,
იქ სამარეში გამახარებენ.

დამედებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1241 / თარიღი: 2014-11-08 / 1:50 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს / niko samadashvili - is kovel ghame daedzebda tial sardafebs


ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,
თითქოს ცისმარე დღე შფოთავდა და ითვრებოდა.
შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაიჯერებს,
კაცი, რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.

რომ მას შეეძლო პოეტური უმაკოება,
მიწას ურბენდა, დედამიწის უარმყოფელი,
არ დაგიდევდა, თუ უკმე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2014-11-08 / 1:50 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - ის როდი ჰკრეფდა იებს სიცილით/ niko samadashvili - is rodi hkrefda iebs sicilit


ის როდი ჰკრეფდა იებს სიცილით,
მხოლოდ ჰკოცნიდა თითო ღეროებს,
მე კი, მარტოკა, ცრემლებდაცლილი,
ვუმზერდი ცაცხვის დიდ კენწეროებს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1079 / თარიღი: 2014-11-08 / 1:49 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - თვალს არ აშორებდა / niko samadashvili - tvals ar ashorebda


ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.

წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს,
სადღაც კი ყეფდნენ ქუში ქედები,
მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე
დაოსებული შემოქმედებით.
< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1042 / თარიღი: 2014-11-08 / 1:48 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - თელა და ჩიტი / niko samadashvili - tela da chiti


...ჰო, იჭიკჭიკე, ჩემო ბეღურავ,
თელას ფოთლები რას დაგიშლიან,
მე ყველამ კარი გამომიხურა,
იცი, ნუგეში როგორა მშიან?..

ბედი გქონია, რომ ჩიტად გაჩნდი,
ალიონს უსწრებ, თეთრად ინთები,
მე კი ცხოვრებით გაჩანაგებულს
ქარის ყვირილზე მტკივა ფილტვები.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1177 / თარიღი: 2014-11-08 / 1:48 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - ერეკლეს / niko samadashvili - erekles


როცა გხვდებოდი, ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1197 / თარიღი: 2014-11-08 / 1:47 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - ელდა / niko samadashvili - elda


როგორ მინდოდა ალერსის ნამი,
ო, ისე როგორც უყვართ ყვავილებს,
როგორ მწყუროდა, რომ ერთხელ მაინც
შენც ჩახვეოდი ჩემ სიყმაწვილეს.

შენ მიყურებდი ქეშად, უნდობლად,
მეწოდა გული ცეცხლით, ვარამით,
ბედს ფანჯრის შუქიც აღარ უნდოდა!
სულ არაფერი, სულ აღარავინ! < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2014-11-08 / 1:47 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - დიდო პოეტო, ივერიის დიდო გენიავ! / niko samadashvili - dido poeto, iveriis dido geniav!


ნიკოლოზ ბარათაშვილს

დიდო პოეტო, ივერიის დიდო გენიავ!
როგორ გსუსხავდა წარსულ დროთა ყინვა და თოში,
როცა მთაწმინდას ვუმზერ ხოლმე, ასე მგონია:
შენი ძეგლია აღმართული საქართველოში.

როცა გავცქერი მტკვრის ტალღების შეწყობილ დენას,
ვფიქრობ, ჟამს მოა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1072 / თარიღი: 2014-11-08 / 1:46 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - დაუსაბამობის ხილვა / niko samadashvili - dausabamobis khilva


მე მივქროლავდი, როგორც უდაბნო.
ცხედარზე უფრო დაუზარებლივ...
და მსოფლიოდან ისევ მეძახდნენ
ცადაკარგული ხშირი ზარები.
სიტყვებს ვუგდებდი შეხვედრილ შარას:
ტერფებს ფოთლებით ვერ დამიამებ,
მონასტრებს ზევით ვხედავდი შავად
სივრცეში გაკრულ ადამიანებს.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1131 / თარიღი: 2014-11-08 / 1:45 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - დაუმთავრებელი ბარათი / niko samadashvili - daumtavrebeli barati


ვერ აიტანე უკმეხი ბედი -
მინანქრებს სადღაც სუსხავდა თრთოლვა,
ეხლაც არ მახსოვს, როგორ წავედი,
ან გულმა როგორ გამოგიგლოვა.

შენ რომ გამშორდი, თხელ ნაფეხურებს
დიდხანს უმზერდნენ ხიდან ჩიტები.
და კვლავ ბადნიდნენ ჩემ მწუხარებას
თოვლი და მკრთალი პანაშვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1071 / თარიღი: 2014-11-08 / 1:45 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს / niko samadashvili - dagasaflaves did munatit da migatoves


დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს,
ვაზის ცრემლივით მარტო დარჩა მწუხარე დედა,
კიპაროსები მისტიროდნენ დაკარგულ პოეტს,
დაუცხრომელი სამრეკლო კი რეკდა და რეკდა.

შავი ღრუბლების ზედახორა სივრცეებს ფლობდა,
უსასრულობას ქარბუქების ღმუილი დრეკდა,
რაღაც სიჩუმე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1097 / თარიღი: 2014-11-08 / 1:44 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - გიშერი / niko samadashvili - gisheri


გამოხვალ გარეთ, გახედავ შარას,
ქარში ეგდება ღრუბლების ღერი,
შეიშრიალებს შენს წამწამებთან
ჩემი ცრემლები, შენი გიშერი.

მკერდის უბეში ჩაიკრავ ჩუმად
თალხი სიზმრების დაყრილ ბარათებს.
ფერად ხსოვნებით გაავსებ უცბად,
ლურჯი იებით დაწნულ კალათებს.
< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1245 / თარიღი: 2014-11-08 / 1:43 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - ბინდი / niko samadashvili - bidi


სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი,
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა,
რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი,
ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რათ დაჰყვებოდა!

ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა,
ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1117 / თარიღი: 2014-11-08 / 1:43 PM / შაბათი

ნიკო სამადაშვილი - ალიონამდე / niko samadashvili - alionamde


მახსოვს ძახილი, გზების ყვირილი,
სად მიხვალ, სადა, შეინთე კვარი.
მე მივდიოდი გულშემოყრილი
და ქადაგივით ყვიროდა ქარი.

ცის გუმბათებზედ ქარებს სციოდათ,
და დასაბამი ღრუბლებს ეფარა.
სად ჰქონდა იმას ნეტა ცრემლები,
ვინც თვალებს ძილში გამოეპარა...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1170 / თარიღი: 2014-11-08 / 1:41 PM / შაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - ბალადა ქვაკაცზე / gabriel jabushanuri - balada qvakacze


თავი პირველი

1

მზექალო,
მწუხარე ბალადას გიმღერი,
მწუხარედ გიმღერი
(ვახმე!):
ამ (აწ შენს) აულში სახლობდა ღილღველი,
სახელად უხმობდნენ ახმედს.

არ ჰყავდა თვისტომი: -
ძმაცა და მამაცა
თერგს გაღმა იმსხვერპლეს ურუსთ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3168 / თარიღი: 2014-11-08 / 10:12 AM / შაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - ბინდდება / gabriel jabushanuri - binddeba


ბინდდება.
შორს ვარ მე ახლა,
შენს აულს დავცქერ ჭოგრითა.
ოჰო, - სტუმარი გეახლათ, -
ნეტავ რა ჩიტი მოფრინდა?..
ცხენდაცხენ იცდის კარშია,
გამოეგებე ცქრიალით.
ვინ არის?
იქნებ ვაჟია!..
ვეღარ ჭრის ჭოგრი ტიალი...
რა უჭირს: -
თქვენთან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1010 / თარიღი: 2014-11-08 / 10:11 AM / შაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია / gabriel jabushanuri - iq mtatsmindaze erti mzetsvia


იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია
ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, -
ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია,
მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი!

არაგვმა უკვე ლახტი აიღო,
თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,
და დაგიბარეს: - კაცო, რა იყო
ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1077 / თარიღი: 2014-11-08 / 10:10 AM / შაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა / gabriel jabushanuri - me shenma eshkhma adrev damshala


მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა
ამ თეთრ მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად
ეს მე ვარ: ცაზე ღრუბლის ნაშალი,
მე ვარ: სალი რომ მთაში აწვდილა.

მე ვარ: გორზე რომ ლოცულობს ნისლი,
ღამის სიჩუმე ჩემი ფიქრია,
წყაროა ჩემი ცრემლი და სისხლი,
თმა არის, კლდეს რომ ქუჩი მი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1267 / თარიღი: 2014-11-08 / 10:09 AM / შაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - მშვიდობით! / gabriel jabushanuri - mshvidobit!


მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი;
მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენს
ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!

დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი,
ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;
გამყვება ქალაქს ტრფიალი შენი
და დედაჩემის ჩემზე წუხილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1256 / თარიღი: 2014-11-08 / 10:08 AM / შაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა / gabriel jabushanuri - mkhrebze sheisves ghame serebma


მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ამ გულშიც ამის შავობს შენობა,
მოვკვდები - ბეჭზე დამეწერება
შენზე წუხილი და უშენობა...

აი, ვბერდები, ამიღარია
შუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით,
ვბერდები... მაგრამ თან მიხარია,
რომ მრჩება გული ახალგაზრდული!

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1043 / თარიღი: 2014-11-08 / 10:08 AM / შაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - რასა სთხოვ უფალს / gabriel jabushanuri - rasa stkhov ufals


ხუცესი შენს თავს ახვეწებს გამჩენს,
ხატის კარს ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?

რასა სთხოვ უფალს მერყევი მზერით,
მწუხარე მზერით და ურვის ჩენით?
„უსმინე, ღმერთო!“-ხმობს ხევისბერი,
„ჩემი ქმენ, ღმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1080 / თარიღი: 2014-11-08 / 10:07 AM / შაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - ქარაფებთან გავლა / gabriel jabushanuri - qarafebtan gavla


დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!

თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1068 / თარიღი: 2014-11-08 / 10:06 AM / შაბათი

ვიქტორ გაბესკირია - გახიზნულები / viqtor gabeskiria - gakhiznulebi


მთას შეეხიზნენ ქართველები, ამოჰყვათ მათ თან
დროშები, დარდი სამშობლოზე და იარები,
დახვდათ აქ ქარი სუსხიანი და ჯანღი მთათა
დადიან მთებში სევდიანნი, მგლოვიარენი.
ნუთუ მტერს შურის საძიებლად კვლავ ვერ დაესხან?
ნუთუ მამული სამუდამოდ გამოიგლოვეს?
არა! იმედად მთებში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1187 / თარიღი: 2014-11-08 / 7:56 AM / შაბათი

ვიქტორ გაბესკირია - „ვეფხისტყაოსნის“ გადარჩენა / viqtor gabeskiria - "vefkhistkaosnis" gadarchena


გიზგიზებს ცეცხლი, დგას სურნელი ფოთლების, მიწის,
ცეცხლი რუხ კედლებს ხეთა ტოტებს და რისხვას ახლის.
გარს მოხვევია ირანელთა ჯარი და იწვის
ჩუქურთმიანი, სევდიანი ქართული სახლი.

იწვის მიდამო, ითელება მწვანე ჯეჯილი,
ვაზი, რომელსაც არ მოუსხამს ჯერაც მტევანი,
და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1116 / თარიღი: 2014-11-08 / 7:56 AM / შაბათი

ვიქტორ გაბესკირია - ორნი / viqtor gabeskiria - orni


ეწადათ ვაჟკაცთ მოსულ მტერთან ბრძოლა ქებული,
ახლა კი რა ქნან! არ ასვენებთ ფიქრი და იჭვი,
სხედან გზის პირად ნაღვლიანნი, ჩაფიქრებულნი
მახლობელ სოფლის გლეხნი - ვეფხო და დედას ბიჭი.
შემუსრა მტერმა მათი რაზმი, გადარჩნენ მხოლოდ
ორნი და მტრები იქნებ უკვე მამულში ქრიან,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1154 / თარიღი: 2014-11-08 / 7:55 AM / შაბათი

ვიქტორ გაბესკირია - ცხრა ძმა ხერხეულიძე / viqtor gabeskiria - ckhra dzma kherkheulidze


ყანაში, მინდვრად ძმები მუდამ ყოფილან ერთად,
ერთად შეუკრავთ ბულულები და პურის ძნები;
და ახლაც ველზე მარაბდისა, მრისხანე მტერთან
შესაბრძოლებლად ისევ ერთად მოსულან ძმები.
აი, გამოკრთა ცის ტატნობზე სხივები დილის,
ინათა ველზე და გაბრწინდა დროშები, ჯვარი;
დაჰკრეს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1607 / თარიღი: 2014-11-08 / 7:54 AM / შაბათი

ალიო მირცხულავა - არ გამაგონო! / alio mirckhulava - ar gamagono!


არ გამაგონო დაფა-ზურნის ჰანგი ველური,
ჩემს თბილისში ვარ, დაუკარი ტკბილქართველური!

განა დაგვძლია დამპყრობლების ძალამ ურიცხვმა,
კმარა ზურნის ხმა, გამაგონე სალამურის ხმა!

დაფდაფს დაირა მირჩევნია, ჩვენი დაირა,
თეთრი დაირა, რომ ღუღუნებს მტრედისნაირად.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1697 / თარიღი: 2014-11-08 / 7:17 AM / შაბათი

ანზორ აბულაშვილი - დავითი / anzor abulashvili - daviti


რა ზღაპარი და რა მითი,
ოდეს მეფობდა დავითი!
მის ქებად სიტყვა მღალატობს:
ვინც მტერს უჯაბნელს -
სჯაბნიდა,
მოყვასს,
ქვეშევრდომს არასდროს
არ დახედავდა მაღლიდან.
ბრძენი, უებრო სარდალი,
„მაღალი, უხვი, მდაბალი“,
ჩაგრულთ შემწე და ქომაგი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1130 / თარიღი: 2014-11-08 / 7:11 AM / შაბათი

ანზორ აბულაშვილი - მახარობელი / anzor abulashvili - makharobeli


წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1646 / თარიღი: 2014-11-08 / 7:10 AM / შაბათი

მედეა კახიძე - ბები / medea kakhidze - bebi


წახვედი და მიმატოვე ჩუმი ბავშვი,
როგორც მერცხლის უპატრონო ბუდე,
ვიცი, საგზლად გაიმძღვარე ჩემი დარდი,
გულში უტყვი ბოღმა დაიგუბე.
თითქოს ისევ ძველებურად, ჩემო ბები,
მივჯდომივართ მოღუღუნე ბუხარს,
ხარ ურთხმელის ნაკვერჩხლების ცქერით ვტკბები,
ხან შვლის ნუკრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1325 / თარიღი: 2014-11-08 / 6:22 AM / შაბათი

მედეა კახიძე - ვისაც სიყვარული შეუძლია / medea kakhidze - visac sikvaruli sheudzlia


იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1179 / თარიღი: 2014-11-08 / 6:21 AM / შაბათი

მედეა კახიძე - საგალობელი დედებს / medea kakhidze - sagalobeli dedebs


დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1095 / თარიღი: 2014-11-08 / 6:21 AM / შაბათი

მედეა კახიძე - სიტყვა თამუნიას / medea kakhidze - sitkva tamunias


შენ თუ
სხვის თვალებში დაინახე
მწარე ნაღველი და მწუხარება,
რწმენით გაუნათე
სათნო სახე
იმედდაკარგულსა და უკარებას.
შენ თუ
დაინანებ უპატრონოდ
სამდე მიტოვებულ
ეზო-ყურეს,
თუ ძაღლს ხმას არ გასცემ
უბატონოდ,
ხელში მშიერი რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1098 / თარიღი: 2014-11-08 / 6:20 AM / შაბათი

მედეა კახიძე - უცხო ცის ქვეშ / medea kakhidze - uckho cis qvesh


დავდივარ
უცხო ცის ჭერქვევით,
გამვლელებს
პირქუშად შევცქერი,
არც ცაზე
ვარსკვლავი ასობით,
არც გზაზე
არც ერთი ნაცნობი,
დამყვება ჩემი მზის სურნელი
და მტკვრის ხმა
სულ ნელი
სულ ნელი,
ღმერთო! შეიბრალე
სუყველა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1164 / თარიღი: 2014-11-08 / 6:18 AM / შაბათი

მედეა კახიძე - ქეთევანი/ medea kakhidze - qetevani


“მერე მოიღეს ქუაბი გახურებული,
და დაარქუეს წმინდასა ქეთევან დედოფალსა”
/ქართლის ცხოვრება/

დუმილი ჩამოწვა მძიმე,
კოცონი ღუოდა წითლად,
დათმეო, რამეთუ მცირე
არისო ქართული მიწა.
და როცა ცეცხლის წინ შევდექ,
მანდილზე მიტაცეს ხელი,
ცხელ შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1667 / თარიღი: 2014-11-08 / 6:16 AM / შაბათი

მედეა კახიძე - ჩემი მიწის სადღეგრძელო / medea kakhidze - chemi mitsis sadghegrdzelo


ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.

ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე
ოცნებაში დახატული მოყმე,
მინდა, ვიყო
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1455 / თარიღი: 2014-11-08 / 6:16 AM / შაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0