05 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 2:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 05



თემო არაბული - მარტო მთების / temo arabuli - marto mtebis


ღამეც უღიმღამო დადგა,
ალბათ ცუდის მოსვლას უწყის,
შენი არ ვარ, აბა რა ვქნა!
ცრემლი მოიწმინდე ნუ გწყინს.

არას მახეირებს ხევსურს,
მერქვას საკუთრება სხვისი,
ქვეყნად აღარც ერთი ქალის
მქვია მარტო მთების ნისლი.

თავს ვთვლი, სულ პატარა კენჭა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1018 / თარიღი: 2014-11-05 / 11:47 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - მე და შენ / temo arabuli - me da shen


ჩვენ ვთამაშობდით,(მერე შენთვის გვირილებს ვკრეფდი),
გაბერილ ბუშტებს,გვიხაროდა... ვაფრენდით ცაში,
გვახსოვს...ლექსებად,ზღაპრებსა და ნაჯღაბნებს ვწერდი,
და დავცურავდით,მეოცნებე ბავშვობის,ზღვაში.

ჩვენ ვიზრდებოდით,გვერქმეოდა თანდათან,-დიდი,
პაემანს ხესთან გინიშნავდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2110 / თარიღი: 2014-11-05 / 11:46 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - მთიდან მონაწერი / temo arabuli - mtidan monatsceri


შენ ქალაქში ხარ, მე მთაში,
როგორ აგიხსნა, რა ხდება,
მანდ ოცნებები კვდება და
აქ ასე ვფიქრობთ,-ახდება.

მე თბილად ვზივარ, ღუმელთან,
შენ ალბათ თბები, „კარმებით“,
მუხლამდე ჩექმა გაცვია,
აქ კი დავდივართ „ქალბნებით“.

მე ლამპის შუქზე ჩავფიქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1542 / თარიღი: 2014-11-05 / 11:09 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - პაპი / temo arabuli - papi


ურცხვმა დროებამ დაგიკოჟრა პაპი ხელები
ჯოხს დაჩვეული აჰყვები და ჩაჰყვები ფარას,
სუნთქავ მაგ მთებით,კლდეებით და ცივი ხევებით
მოზამთრდება და ჩამოუვლი ნაცრისფერ ქალაქს.
ხო არ მიბერდები, შეგერია პაპი სითეთრე,
შენს თმაში ზამთარს გამოუჩნდა თოვის წადილი,
პაპი... მან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3547 / თარიღი: 2014-11-05 / 11:06 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - სანადიროდ / temo arabuli - sanadirod


ლულას ვუწმინდავ იარაღს,
ტყვიათ ვუმზადებ დათვებსა,
ხვალ კაი ნადიმს გავმართავ
ბედი თუ გამიმართლებსა.

დილას,ბინდის ხან ავდგები,
ბილიკს შავყვები მთებისა,
საგზლად კეცეულს წავიღებ,
არც არაყ დამცილდებისა.

საჯიხვეთ გზაზედ ვადგები,
იე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1102 / თარიღი: 2014-11-05 / 11:02 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - შენ და ქალაქიც / temo arabuli - shen da qalaqic


მახსოვს, კლდის ფხაზე გვედგა არაყი,
იმ დღეს დავტოვე, თბილისის სივრცე,
ჩამოგიშორეთ, შენ და ქალაქი,
ახლა ეს გული, მთებს უნდა მივცე.

მახსოვს შემთვრალი აზრები მქონდა,
ბოთლს, ნახევარი გაუხდა სითხე,
მთვრალი ხევსური, მანდ ქალაქს ფლობდა,
ჭიქადაცლილმა, მტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1103 / თარიღი: 2014-11-05 / 10:54 PM / ოთხშაბათი

სალომე ბენიძე - ომის ბალადა, ანუ ჩემი ჯარისკაცი ქმარი / salome benidze - omis balada, anu chemi jariskaci qmari


1.
რაც შენ წახვედი, მე ვსვამ ყავას შენი ფინჯნიდან,
მაშინებს ყველა ქედმაღალი გადმოსახედი,
გაქაფულ ჭურჭელს ნიჟარასთან ვაწყობ მიჯრით და
ვტოვებ. დამჩემდა გულგრილობა, რაც შენ წახვედი.

რაც შენ წახვედი, მე დავდივარ შენი მანქანით
და შენებურად ვასიგნალებ თავგამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1640 / თარიღი: 2014-11-05 / 10:06 PM / ოთხშაბათი

სალომე ბენიძე - ფლორენცია. სიზმარი. / salome benidze - florencia. sizmari.


მე ყოველღამე ვიბადები აბაზანის თეთრი ქაფიდან
ხელახლა, რადგან შენ ვერასოდეს,
ჩემი ვერცერთი ხელახალი გაჩენის შემდეგ
ვერ შემამჩნიე.
ჩემს აბაზანას ფანჯარა აქვს დიდი და ფართო.
გავყურებ ქალაქს,
სახურავებს,
წითელ კრამიტებს,
როცა ცაზე ამოდის მთვარე, ნა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1406 / თარიღი: 2014-11-05 / 9:24 PM / ოთხშაბათი

სალომე ბენიძე - წერილები მიტოვებული მიწიდან / salome benidze - tserilebi mitovebuli mitsidan


სახლი
--

მახსოვხარ.
შენი ნატერფალის სითბოს ვინახავ.
ახლა ვინა ხარ, როგორი ხარ, სად გაქვს სხვა ბუდე
არ ვიცი. ბევრჯერ, გაცვეთილი ფერით მინახავს
სიზმარი _ ჩემკენ იხედები, რომ კვლავ დაბრუნდე.

დიდი ხანია, აღარ ყვავის თეთრად მარტი და
ჩემთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1758 / თარიღი: 2014-11-05 / 9:23 PM / ოთხშაბათი

კოტე ყუბანეიშვილი - პარიზული / kote kubaneishvili - parizuli


ეს არის ქალაქი რომ ახლავს ქარიზმა
და შეყვარებულთა ურიცხვი არმია
მსოფლიო კულტურა გამაცნო პარიზმა
ფრანგული კინო კი სიცოცხლის შარმია
ის გათბობს უმზეოდ გაცნობით მოდების
აქ თვალი თვალს ხვდება უხდება ფერი ფერს
ლექსი მსურს მუზეუმს მივუძღვნა როდენის
ან რამე ვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1342 / თარიღი: 2014-11-05 / 9:15 PM / ოთხშაბათი

კოტე ყუბანეიშვილი - ჩემი ლექსი გარითმული სტროფია / kote kubaneishvili - chemi leqsi garitmuli strofia


ჩემი ლექსი გარითმული სტროფია
შაშვს მაგონებს შიშისაგან ანაფრენს
არ დევს შიგნით რთული ფილოსოფია
და საერთოდ არ ამტკიცებს არაფერს
არ გეგონოთ მისტიკა და მაგია
და რადგანაც დრო სულ გარბის არ იცდის
ჩემი ლექსი ჩემი ამხანაგია
ჩემს ტკივილს რომ ჩემთან ერთად განიც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 5140 / თარიღი: 2014-11-05 / 8:48 PM / ოთხშაბათი

კოტე ყუბანეიშვილი - წლები უაზრო წრიალში გარბის / kote kubaneishvili - tslebi uazro tsrialshi garbis


წლები უაზრო წრიალში გარბის
ბედიც ზურგიდან მიზანში გესვრის
კარგის გაგებას ნატრულობ ამბის
და ყურში ცუდი ამბები გესმის
ამ ქვეყანაზე დარჩება ხსოვნა
ის ხე იხარებს რომელსაც დარგავ
სულ მუდამ გინდა რაღაცის პოვნა
და წამდაუწუმ ვიღაცას კარგავ

კომენტარები: 0 / ნანახია: 1313 / თარიღი: 2014-11-05 / 8:40 PM / ოთხშაბათი

კოტე ყუბანეიშვილი - დაგვიფარე საქართველოს ცაო / kote kubaneishvili - dagvifare saqartvelos cao


დაგვიფარე საქართველოს ცაო
მზეო თვალი გაახილე ცხრაო
ასე შევიწროვებულებს რუქით
სულში ღამე გაგვინათე შუქით
აგვარიდე ჭექასა და ქუხილს
და სიკვდილზე უსარგებლო წუხილს
გადმოგვხედე საქართველოს ცაო
შენ მკვიდრ შვილებს გვამცნე რაღაცაო
რას დაგვცინი დაღებული ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1357 / თარიღი: 2014-11-05 / 8:19 PM / ოთხშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0