Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - საკუთარი გარდაცვალების შემდგომ ... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sakutari gardacvalebis shemdgom ... - 21 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 21 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - საკუთარი გარდაცვალების შემდგომ ... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sakutari gardacvalebis shemdgom ...


1:14 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - საკუთარი გარდაცვალების შემდგომ ... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sakutari gardacvalebis shemdgom ...
როცა მე წავალ, დამლიეთ ბევრჯერ,
წვეთ-წვეთად მომსვით, წვეთებად, წადით...
აქციეთ ღვინო, დამლოცეთ ჭიქით,
ილოცეთ ჩემთვის, რომ ერთი წამით...

რომ ერთი წამით, თქვენს გვერდზე ლოთი,
იდგა ლუდით და, უყვარდით ყველა,
ფურცლით ჯიბეში და ხელში ბოთლით
ლექსად თქმულიყო სიტყვები ნელა.

როცა მე წავალ, იცინეთ ისე
რომ ხმა გაიგოს, მთელმა ქალაქმა
წვერი სახეზე, ლექსი კი სიტყვებს
შემორჩეს მიწად, და ზედ ბალახად

მინდა გაკოცოთ, დღეს ყველა იმას,
მე ვის გულშიც კი, ადგილი მქონდა.
ალბათ ზემოდან, შევსვამდი ჭიქას,
ვისაც ვუყვარდი, და ვინც მე მიყვარს...

როცა მე წავალ, მისმინეთ ახლა,
ვის გულსაც ვკორტნი, თავს ვაწყევლინებ,
მაინც ის მიყვარს, ძლიერ და მაგრად.
ბოდიშს მოგიხდით, ვის ვაწყენინე.

მაჩუქეთ ღიმილი ცხოვრებაშივე.
როცა მე წავალ, დიდად არ მინდა,
აწი ზემოდან, მე გაგიღიმებთ,
დავიბადები, მაშინ თავიდან,

როცა თქვენს გვერდზე, ისევ მიგულებთ,
გამიხსენებთ და ჭიქასაც აწევთ.
მე კი ვილოცებ, თქვენს სათუთ სულზე,
და იმას ავწევ, რაც გულზე მაწევს...

ალბათ ახლა მას დამშვიდობებით
(სიცარიელე იგრძნო ამ ბოლთლმა)
თქვენ თუ აჩუქეთ წამი მოლხენით
დაგიმახსოვრათ და შემდგომ მოკვდა!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 04 / 08 / 2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 983 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, ნიკოლოზ ძამიაშვილი, nikoloz qartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0