Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - გაუმარჯოს საქართველოს და ღირსეულ ქართველებს! / nikoloz qartveli (dzamiashvili) - gaumarjos saqartvelos da gh - 21 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 21 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - გაუმარჯოს საქართველოს და ღირსეულ ქართველებს! / nikoloz qartveli (dzamiashvili) - gaumarjos saqartvelos da gh


1:18 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - გაუმარჯოს საქართველოს და ღირსეულ ქართველებს! / nikoloz qartveli (dzamiashvili) - gaumarjos saqartvelos da gh
გაუმარჯოს, ვის სისხლშიც საქართველო ჩქეფს!
და ყოველი დღე არის ის გულის ფეთქვა,
რომლის ხედზეც ლამაზად მთა და მდელო შენც,
გეძახის და ამ ხმამ გრძნობით ამოხეთქა!

გაუმარჯოს, ამ ქვეყნის ყველა მოყვარულს,
ვის გულშიც კი ჩარჩენილა იავნანა.
ყველა კუთხეს, დედა ბავშვს ქვეყნის სიყვარულს,
თუ უნერგავს, შემდგომ მისით იამაყებს.

გაუმარჯოს, სამშობლოსთვის თავდადებულთ,
ვინც გოჯ მიწის ფასად ტყვიას წინ დაუდგა.
ვინც სიმართლე ასიმართლა ქართველობით,
და სიბოროტეს სიმამაცით წინ განუდგა.

გაუმარჯოს, მას ვინც ფორმა თავის ხელით
ჩაიცვა და ვერ მოესწრო ფორმის გახდას,
ხსოვნა იყოს, მოგონება და ნათელი,
საქართველოს სიყვარულს ვინ მოენათლა.

გაუმარჯოს, ვისაც ჰქვია ემიგრანტი,
პირობები ჰქონდეთ მოვიდოდნენ თუნდ დღეს,
ყველას ვისაც გულში უდევს ერთი დარდი,
ვინც ტოვებს ხელის გულზე ნატარებ კუთხეს.

გაუმარჯოს, მათ ვინც სიბრძნე დაგვიტოვა,
დაგვარიგა, გვაჩვენა ჩვენ გზა და კვალი...
რომ ზამთარში ჩემს კუთხესაც დაეთოვოს,
ღვინით სავსე ჭიქა არ მენახოს მშრალი!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 20 / 08 / 2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1404 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, ნიკოლოზ ძამიაშვილი, nikoloz qartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0