Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ლექსი საკუთარ ბებოს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - leqsi sakutar bebos - 21 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 21 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ლექსი საკუთარ ბებოს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - leqsi sakutar bebos


1:20 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ლექსი საკუთარ ბებოს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - leqsi sakutar bebos
უძილობამ დაძინება მოითხოვა,
სიზმარში კი ხე დახრილი დაესიზმრა.
გაჭირვებით გაცინება მოინდომა,
ძალა მისცეს იმედებმა გაცრეცილმა.

გულში ტკივილს დაატარებ, სიხარულსაც,
გამოხედვა მახსოვს ისევ გემრიელი.
უფოთლო ხეს გაამწვანებს სიყვარული,
თუკი გული ახალგაზრდობს - ბედნიერი.

გამეღვიძა, რომ ავდექი გამახსენდი,
გავიხედე და ისევ ვერ დაგინახე.
ცხრა მთას იქით, სხვის მინდორში, ან სხვა ტყეში,
ფესვს არ გადგამ, მაგრამ მაინც დაიხანე.

რამდენ წელსაც მოიმატებ უფრო მეტ ტოტს
გაზრდი კვლავაც ალბათ მხრებში გამართული,
ღეროზე ტოტს, მოტეხვა ვინ გაუმეტოს
ქართულ ჯიშზე სხვათა სისხლით გადამყნული.

შვილთაშვილებს ბედნიერი მოესწარი,
არ მენახო სევდისაგან თავდახრილი,
მომენატრე... დაგავიწყდი?.. მოდი მალე!
რომ დატოვე პატარა ხეც გადახრილი!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 31 / 08 / 2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 4384 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, ნიკოლოზ ძამიაშვილი, nikoloz qartveli | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0