Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე შემიყვარდა ორსული ქალი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me shemikvarda orsuli qali - 21 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 21 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე შემიყვარდა ორსული ქალი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me shemikvarda orsuli qali


1:36 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე შემიყვარდა ორსული ქალი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me shemikvarda orsuli qali

ყვითელი, წითელი ფოთლები...
დღეები, ფიქრები, ქარები...
ცხოვრება გრძელდება ნოტებით...
წავედი, დავხურე კარები...

ჯანდაბას, ჩაკვდეს ეს წარსული,
მომავალს სიზმრიდან მივყავარ,
რომ გნახე პირველად ორსული,
მინდოდა რომ მეთქვა - მიყვარხარ...

ვერ გითხარ, დავხარე თავი და
შენს გვერდით ვერ ვნახე ვერავინ,
ვიხსნებ რამდენჯერ თავიდან,
მოვედი რომ მეთქვა - სელავი

მოვედი, გავიგე სახელი,
მინდოდა მეკოცნა ძალიან,
სიზმრიდან, მე თვალებ გახელილს,
მივხვდი რომ, დრომ წლები გალია...

მახსოვს რომ, თქვენ ორ ბავშვს ელოდით,
მეგობრად მთვლიდით მე ერთ დროსაც,
ჩვენ ერთად, ვიყავით, ვერ ვგრძნობდით,
სითბოს და ჩვენ შორის ერთობას.

ახლა კი, თქვენ ორი შვილი გყავთ,
მე კი დღეს, ვერ გხედავთ იმ ქუჩას,
სადაც მე პირველად სალამი,
გითხარით, დამტოვეთ იმ წუთას...

ახლა კი დაიკოს, ძამიკო
უცინის და თავზე ხელს უსმევს,
მახსოვს მე, კლასიკას უსმენდით,
ახლა კი საერთოდ არ უსმენთ.

სხვადასხვა რელსებზე ცხოვრება
გვაყენებს ისე რომ არ ვიცით,
იმედი არასდროს არ კვდება,
მეგონა, თქვენ მაინც დამიცდით...

თუ ისევ შენ მარტო დარჩი და
თუ ისევ კითხულობ ამ წერილს,
თუ სითბო, ნუგეში დაგჭირდა,
შემდეგ სტროფს, იხილავ დაწერილს.

მინდოდა და ალბათ გადავცემ,
ჩიტს უმი-სამართო წერილსაც,
იმავე, ეზოს შენ არ გასცდე.
რუსთავში გელი ამ წელიწადს.

დრო გავა, მესამედ მოთოვს და
რომ დაიფარება ბალახი,
მე ვიტყვი, ზამთარი მოთავსდა,
და რომ ვარ, უმისოდ ტალახი ...

დრო გავა, წალეკავს ტკივილებს,
სიხარულს, ჩვენთვის მე ვინახავ,
შენით მთვრალს, იმედით, გეტყვი რომ,
მიყვარდი,
მიყვარხარ,
მიყვარხარ!

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 04.11.2014

 




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1501 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, ნიკოლოზ ძამიაშვილი, nikoloz qartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0