წითელი-ყვითელი ფოთლები,
წყდება და მიწაზე ეცემა,
სიცივე. მიდიხარ, თხოვდები
სადაც შენ ის სითბო გეწვევა,
რომელიც შეშლიდა ხელოვანს
გცივა შენ თითებზე ისევე,
ფოთლების სუნია, მე რომ მაქვს
ჩამჯდარი და მიყვარს. ვისვენებ.
ვიჯდები სკამზე მე პარკში და
ვუყურებ ამ ლამაზ ბუნებას
მე როგორც მყვირალა ბავშვი და
მოხუცი ხეები - დუმდება.
ჩიტებსაც ჭიკჭიკი ეზარათ
მე სკამზე რომ თვლემას ვიწყებდი,
შემცივდა და როცა მესიზმრე,
ვფიქრობდი თან ხელში წიწვები
მეჭირა, უეცრად დამეცა
წვეთები, ცაც მოღრუბლულიყო
დაიწყო წვიმა და მორეცხა
ის გზები, რომელიც სულ იყო,
შენამდე სავალი გზები და
ოცნებას მდინარეს ვატან და
უბრალოდ შენს ღიმილს მე მინდა
ვხედავდე. ის ლანდიც გაქვავდა
რომელიც მე თვალწინ მედგა და
უეცრად ფოთოლიც ვარდება
წვიმაში ბუნებაც დედად ან
ბავშვადაც მეგონა გახდება
უშენოდ შემოც და დგომაიც,
არის ეს, როგორც ზღვა უწყლოდ და
იქნებ შენ გერჩივნოს, ო მაინც
დაბრუნდე, გახსოვდეს ურცხვობა.
ნეტავი ისევე ამ პარკში
ჩვენ ერთად ვიაროთ ოდესმე
და ბავშვებს ჩვენც გავყვეთ ატაში
და ახლა მოვრჩები ბოდვებს მე...
წითელი-ყვითელი ფოთლები,
წყდება და მიწაზე ეცემა,
სიცივე. მიდიხარ, თხოვდები
სადაც შენ ის სითბო გეწვევა,
რომელიც შეშლიდა ხელოვანს!..
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 25.11.2014
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|