Загрузка...
ბექა აბუთიძე - შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა / beqa abutidze - shentan shekhvedras titqos emtkhveva - 9 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:12 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 9 » ბექა აბუთიძე - შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა / beqa abutidze - shentan shekhvedras titqos emtkhveva


1:27 AM
ბექა აბუთიძე - შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა / beqa abutidze - shentan shekhvedras titqos emtkhveva


შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა,
სისხლში მაწვება ლექსის ნალექი.
ოჰ, რომ ჩამექცეს მტკვარში შემთხვევით,
ადიდდება და თბილისს წალეკავს.
ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზე
ფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით.
მითხარი, სხვები როგორ უძლებენ
ტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება.
სხვისთვის გაცვია კაბა ჭრელ-ჭრელი.
სხვისი ოცნების მოაჯირიდან
ლექსში მაინც მე შემომეჭრები,
ლექსში სისხლიდან მოაჯირითებ.
დრო ამტვერდება ქარში არევით,
და მიმაყოლებს ცხოვრების სამკალს,
თუ სიკვდილია, მინდა ხარივით
შენი ქორწილის სუფრაზე დამკლან...
ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზე
ფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით.
არ ვიცი, სხვები როგორ უძლებენ
ტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება...

მასალის წყარო: Litklubi.Ge


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1093 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0