მთავარი » 2014 » დეკემბერი » 28 » ანა კალანდაძე – მოჰყავთ შუშანიკი / ana kalandadze - mohkavt shushaniki
11:19 PM ანა კალანდაძე – მოჰყავთ შუშანიკი / ana kalandadze - mohkavt shushaniki
მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული… ფოთოლნი ტირიან ოქროს ფერისანი ნისლებს ეფარება ცაი დიდებული, ქარმა შეარხია რტოი ძეწმისაი. მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი, თვალთა სხივი მოწყდა ელვარებისაი ტირიან, მოთქვამენ “დედანი ზეპურნი”, ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე, კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი როს “ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში” ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი. – ილოცვიდეთ ჩემთვის! - უთხრა მტირალ ხალხსა ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი მოკვდა შუშანიკი თთუესა სთულისასა და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1681 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ლექსი, modioda nino mtebit, ანა კალანდა, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, : poezia, მოდიოდა ნინო მთებით, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|