Загрузка...
ანა კალანდაძე – ხმანი ვერ სცანით! / ana kalandadze - khmani ver scanit! - 28 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 28 » ანა კალანდაძე – ხმანი ვერ სცანით! / ana kalandadze - khmani ver scanit!


11:24 PM
ანა კალანდაძე – ხმანი ვერ სცანით! / ana kalandadze - khmani ver scanit!


(დავითის ისტორიკოსის მიხედვით)

წაღმა-უკუღმა
ფრენენ ისარნი,
შეაზანზარეს
ბურჯნი ცისანი...
მაბრალობლებო
დავითისანო,
ხმანი ვერ სცანით
განგებისანი!

***
დასაბამიდან მოდიხართ, ოდით, -
თქვენ იმთავითვე სინათლეს მოსდევთ...
იყავით,
ხართ
და
იქნებით მერეც,
როგორც სიკვდილი და ბედისწერა!
ჰე, ლეგეონთა ვაუწყებ თქვენთა,
ვერ განმიწონონ გულში ლახვარი,
ვერა, ვერ შეძლოთ დაცხრობა მზეთა,
გადააფაროთ ბნელი სამყაროს!

***
ცილისწამების შხამით ამვსები
შენს წმინდა სახელს რად ეტმასნება,
რომ... ხეს კეთილსა ძირი უთხაროს,
კაცთ მოუშალოს ნავსაყუდარი?
რომ... მიმქროლავნი სპეტაკ ღრუბლებად
შეგრყვნან, შეგბილწონ, თავისუფლებავ,
რომ ანგელოსის ხატი გვავიწყონ
და კვლავ სატანა გამოაღვიძონ?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1106 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, modioda nino mtebit, ანა კალანდა, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, : poezia, მოდიოდა ნინო მთებით, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0