Загрузка...
ანა კალანდაძე – წუთიც კი!.. / ana kalandadze - tsutic ki!.. - 28 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 28 » ანა კალანდაძე – წუთიც კი!.. / ana kalandadze - tsutic ki!..


11:39 PM
ანა კალანდაძე – წუთიც კი!.. / ana kalandadze - tsutic ki!..


აღმოხდომია დიდ წინაპარს
(ჯერ კიდევ როდის!):
უნასი სჯობსო,
ნუ შემამთხვევ
ავყიად შობილს, -
მასთან... წუთიც ხომ...
ჩვენ სიცოცხლის
მოწამვლად
გვყოფნის?!

***
აჰა, ისევე ჩაუხერგავთ
ბაღის კარები,
ტურფად უშლიათ სად ზეფირთა
ყვავილნარები...
მაგრამ, რადგანაც ჩაინავლა
შენგანვე ღველფი,
გული არ მიწევს კვლავ ზეციურ
ყვავილთა კრეფად!

***
შენ აღზევდები, ჭეშმარიტებავ,
და კვლავ ააცდენ ქვეყანას მეხთა,
თუ... მავანი კვლავ გაიყიდება
და დაემხობა მამონას ფეხთან!

***
დამამხობელი ყოველთა ბნელთა,
აჰა, დგას ჩემს წინ
ნათელმოსილი,
ვისაც მარადის მივყავართ მზესთან,
ეს სულის ჩვენის ანგელოსია!

***
ჩინებულ, დიდებულ მეოცეს ვამთავრებთ, -
მტერი - კვლავ ფხიზელი,
ჩვენ ისევ... მძინარი!
სატანამ მიწები კვლავ ჩამოგვათალა,
ჩხრიალებს,
ჩხრიალებს,
ჩხრიალებს
დინარი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1130 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, modioda nino mtebit, ანა კალანდა, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, : poezia, მოდიოდა ნინო მთებით, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0