Загрузка...
ანა კალანდაძე – ძველი ხომალდი სტოკჰოლმის ნავსადგურში / ana kalandadze - dzveli khomaldi stokholmis navsadgurshi - 28 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 28 » ანა კალანდაძე – ძველი ხომალდი სტოკჰოლმის ნავსადგურში / ana kalandadze - dzveli khomaldi stokholmis navsadgurshi


11:57 PM
ანა კალანდაძე – ძველი ხომალდი სტოკჰოლმის ნავსადგურში / ana kalandadze - dzveli khomaldi stokholmis navsadgurshi


სამანძიანი თეთრი ხომალდი
ჩვეული სწრაფით
აღარასოდეს, აღარასოდეს
არ გაშლის აფრებს
და მუხლ მოყრილი ,ღამენათევი,
თავმიუდები
გამარჯვებული ნორნების მხარეს
არ დაბრუნდება.
მაგრამ,როდესაც სტოქოლმის ქუჩებს
ძველი ფარნები
გაანათებენ ჩვეულებრივი
იდუმალებით,
ძველი ხომალდი თვალანთებულ
ვიკინგებს უხმობს,
ნავსადგურიდან ის გაშლილ ზღვაში
გამოდის უხმოდ_
ძველ სიამაყეს,წარსულ სილაღეს
ზღვის სივრცე მოჰგვრის...
გათენებისას, გარიჟრაჟისას
ბრუნდება სტოქჰოლმს
და წუთიერი ამ ნეტარებით
დაღლილი უღვთოდ
დღისისთვის გემბანს ვიკინგთა ნაცვლად
ტურისტებს უთმობს
იმ იმედით,რომ ღამით გაჰყვება
ვიკინგთა ყვირილს
და გაშლილ ზღვაში,თვის სტიქიაში,
მთვარის ქვეშ ივლის!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1188 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, modioda nino mtebit, ანა კალანდა, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, : poezia, მოდიოდა ნინო მთებით, ana kalandadzis shemoqmedeba, ana kalandadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0