Загрузка...
ანა კალანდაძე – ჩამოვფრინდები, იასამანო / ana kalandadze - chamovfrindebi, iasamano - 29 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – ჩამოვფრინდები, იასამანო / ana kalandadze - chamovfrindebi, iasamano


0:05 AM
ანა კალანდაძე – ჩამოვფრინდები, იასამანო / ana kalandadze - chamovfrindebi, iasamano


შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!
მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,
ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,
გულს ეუფლება უსაზღვროება,
როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლი...
ყვავილი შენი ქარში ირწევა,
თეთრი ღრუბლები ტაატით დიან...
ნუ შეშფოთდები,ღრუბლებს თუ გავყვე,_
მინდა, ველურმა ქარებმა მდიონ!
შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
მე... ხვაშიადი რატომ დავმალო?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1392 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, modioda nino mtebit, ანა კალანდა, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, : poezia, მოდიოდა ნინო მთებით, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0