Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - სულ რომ არაფერი / torrnike narozauli - sul rom araferi - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 9:47 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » თორრნიკე ნაროზაული - სულ რომ არაფერი / torrnike narozauli - sul rom araferi


1:22 PM
თორრნიკე ნაროზაული - სულ რომ არაფერი / torrnike narozauli - sul rom araferi
სულ რომ არაფერი - სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი - სულს აგიწიოკებს,
სამშობლო - არხვატი, მტირსათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი - გული მაქვს იმხელა,
რწმენა - ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი... ისეთი სიმღერა...
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!

სულ რომ არაფერი - ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილი მყავს - სამოთხის მარცვალი,
როგორ ვთქვა - "ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!.."
ასეთი სამშობლო რა განძში გავცვალო?

შორს რომ არ წავიდე, არ გავცდე ბასიანს,
ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი,
"ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც..."
მე ისიც მეყოფა, რომ მქვია ქართველი!

თორრნიკე ნაროზაული


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 10186 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, * * *, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 3.0/3
სულ კომენტარები: 1
1 ლუკა კვერსელავა  
0 Spam
ძალიან მაგარი ლკექსია ვგიჟდები ამ ლკექსზე

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0