Загрузка...
გეგა ოდიშელი - ჯარჯი... / gega odisheli - jarji... - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - ჯარჯი... / gega odisheli - jarji...


1:38 PM
გეგა ოდიშელი - ჯარჯი... / gega odisheli - jarji...


ჯარჯი! ღამეა, ბილიკებზე ღმერთი გადაწვა,
ობლის კვერივით დაუდია ღრუბლებზე მთვარე
და პაპაშენი როცა ქალწულს უშლიდა ნაწნავს,
მაშინ ოდიშში მოდიოდა თარაშ ემხვარი.
ჯარჯი! ჯიხვები მაღალ მთებზე ჩლიქებს ლესავენ,
თქვენთან კი ალბათ შემოდგომა მის წილს მოიჭამს,
ჩვენთან კოლხეთში ენკენისთვე დგება მესამედ,
ბროწეულების ცრემლებისგან დავდგით ორი ჭა.
მიწა უყვარდათ ჩემს წინაპრებს (მწკრივად ვაზები
ჩაყრილი იყო). ძვლები ჰქონდათ ქვასთან ნაზავვი,
თქვენთანაც (მთაში) ეყვარებათ რადგან ასეა
სადაც პოეტი გაიზრდება ბეღურასავით.
ჯარჯი! ტკივილიც სხვანაირ იციან თქვენტან,
ალბათ დედებმა მეომრებად გაგზარდეს ყველა,
ჩვენ კი, ოდიშში აფხაზეთის ტკვილი გვთენთავს
და ეგრისიდან , ოჩამჩირეს ვუმღერით ჩელას.
დღეები დღეებს ჭიანჭველის ნაბიჯით მისდევს
და როცა ვმღერით კრიმანჭულობს გვერდზე გურია,
სამეგრელო და აფხაზეთი იესო ქრისტეს
უკვე შუაზე გაპობილი ხელისგულია.

ჯარჯი...
ღამეა,ბილიკებზე ღმერთი გადაწვა,
ობლის კვერივით დაუდია ღრუბლებზე მთვარე
და პაპაშენი, როცა ქალწულს უშლიდა ნაწნავს,
მაშინ აფხაზეთს ბრუნდებოდა თარაშ ემხვარი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1037 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0