Загрузка...
გეგა ოდიშელი - დამშვიდობება (ციკლიდან კამელ მე-5 ლექსი) / gega odisheli -damshvidobeba (ciklidan kamel me-5 leqsi) - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - დამშვიდობება (ციკლიდან კამელ მე-5 ლექსი) / gega odisheli -damshvidobeba (ciklidan kamel me-5 leqsi)


1:39 PM
გეგა ოდიშელი - დამშვიდობება (ციკლიდან კამელ მე-5 ლექსი) / gega odisheli -damshvidobeba (ciklidan kamel me-5 leqsi)


დაკუჭულ მხრიდან გადაიძრო მიწამ მანტია,
კამი, ისევ გწერ, ბოლოჯერ და გემშვიდობები,
ახლა პარიზში, როგორც მაშინ ისევ მარტია,
ჩვენთან კი მთაში გრუხუნებენ ქისტის თოფები.
მთვარე რკოსავით მუხის ტოტზე ჩამოეკიდა,
მალე სიბნელე გადაყლაპავს უშბის ქარაფებს,
და სისხლის წოვას მარტოობა იწყებს ნეკიდან,
მერე კედლებთან დამტოვებს და მალაპარაკებს.
შენში, ჰო, შენში გავიტანე წლეულ იანვარ,
მერე რა მოხდა თბილი იყო თუკი ზამთარი,
მე შენ მიყვარდი მაგ უმანკო თებერვლიანად,
როცა არ გქონდა ჩემ ქოხს იქით სხვა შესაფარი.

კამი, წვიმასაც გავურბივარ, მაგრამ ხშირია,
ვერ ვეგუები, მიწას სუნი ასდის შენი თმის,
(მოხურული მაქვს შენი შარფი, ლურჯი , შილიფი.)
სულში ტკივილებს ბაღი აქვს და ორანჟერეა.

კამი შორია პარიზიდან ხევსურის ქოხი,
ლექსებსაც ვკარგავ უაზროა შენგან გარიყულ,
დაბლა ქისტები ატეხავენ თოფების ქუხილს,
მე კი სიცოცხლეს ვაპროტესტებ, ტყვიას დავიხლი.
კამი, ამ ღამეს უფალივით მშვიდი გულიაქვს,
კედლებთან მრჩება ტკივილებზე სალაპარაკო.
ჰო, თვითმკვლელობა ახლა უფრო პოეტურია,
მაგრამ სიმხდალე სად დავტოვო? სად ჩავალაგო?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1809 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0