ეს შენი ქუჩაა კასიმე, პალმები აგვისტოს ტირიან, მოხუცი ქალივით ნაზია ბუნება, სექტემბრის პირია. გაიძრეს სიმწვანე ხეებმა, ყვითელი ჩაიცვეს შილიფად. დარდისგან დამიჭკნა ხელები, წერაც ვერაფერი შვილია.
ეს შენი სახლია კასიმე, აგვისტო, საღამო, მთვარე და დამთავრდა ია და კესანე, ხმელ ფოთლებს დაგიწყობ კარებთან. მერე კი ჩამოთოვს ღარიბად, დაწინწკლავს ხეებს და სახურავს, სკოლაში წასვლის წინ კარები დატოვე ღიად, არ დახურო.
ხმელ ფოთლებს მოგიტან კასიმე.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..