Загрузка...
გეგა ოდიშელი - გაზაფხულის პანორამა / gega odisheli - gazafkhulis panorama - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - გაზაფხულის პანორამა / gega odisheli - gazafkhulis panorama


1:41 PM
გეგა ოდიშელი - გაზაფხულის პანორამა / gega odisheli - gazafkhulis panorama


ორი ღამეა დარჩენილი, მერე აღდგომა..
ოცდათორმეტი (ტრადიციით) კვერცი შევღებე,
ვცდილობ მანძილი შევამოკლო ღმერთთან, ნახტომი,
რომ გამოვიდეს. დაზუსტებით :
-მანძილს შეხების
ვამოკლებ, ვცდილობ, ვიძაბები, ვძვრები კანიდან,
მზეს არც თუ ისე იშვიათად (უკვე ვეჩვევი),
გავურბივარ და ეგოისტი, სითბოს ვარიდებ,
რადგან ერთხელაც ვერ მიხვდე და შემომეშველო.
და მალე, როცა უსათუოდ, "სოფლის სამდურავს,
მეც გკითხავ:
-თოვლი სადღა არის შარშანწინდელი",
შენ მეტყვი:
-თოვლი ზამთრისთვის გვაქვს გადანახული,
გაგეღიმება.. სარკესავით გაიწმინდები.

ორი ღამეა დარჩენილი, მერე შეხებაც,
სრულად დაპყრობას ემსგავსება,(ხორცი-მერქანი)
და გული როგორც საქართველო მესამედდება,
მიგვაძინებენ, გაგვჭრიან და გადაგვქექავენ.

ჩვენთან ხეები, შენ მეტყვი, რომ გვანან ტიფოზებს
და გაზაფხულის პანორამა გეუცხოვება,
ვერ მვაგენით რახანია ძილის იმ პოზას,
როცა სიზმრებში სახე არ აქვს უფალს ცხოველის.
ჰო, რახანია შევიშალე, მიწა დამძიმდა
და ლექსის წერას თვე თუ არა, კვირა ვუნდები,
შენ კი ერთხელაც მოგბეზრდება, წიგნებს გაზიდავ
სახლიდან, მერე შეტევები გაგირთულდება
ასთმის. ღამესაც ეურჩები, ღამეს ტბის პირას,
როცა მიზნამდე დარჩენილი გქონდა ნახტომი,
შეგენანება ამ აპრილსაც რომ ვერ ვიტირეთ..

ორი ღამეა დარჩენილი, მერე აღდგომა..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1164 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0