Загрузка...
გეგა ოდიშელი - ალიენაცია / gega odisheli - alienacia - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - ალიენაცია / gega odisheli - alienacia


1:44 PM
გეგა ოდიშელი - ალიენაცია / gega odisheli - alienacia


მალე შემოდგომა როგორც ღამის მატარებელი
ჩამოდგება და სულის რელსებს აახმაურებს
ჩვენ ჩვენსავე ანქსიოგენურ პროცესიაზე მოგვკლავენ
ღამეს არ ექნება ბეტონის
ან ხის ბარიკადები..

მანამდე:
-მე შევიშალე
და ახლა , როცა ქუჩაში დამაქვს მაწვნის ქილები
გეუბნები, რომ:
-"პატარა არის დედამიწა სიყვარულისთვის,
მაგრამ ვახერხებ"

მანამდე შენ შეიშალე,
გაიძახოდი, რომ შემოდგომის რთული დღეებიდან შემორჩი
რომ ლეგენდებმა შემოგინახა
შენ არ გახსოვდა შენი სახელი და ვინაობა..
იცოდი რომ შემოდგომის რთული დღეებიდან შემორჩი..

სულ თავიდან კი
ერთ უწყინარ ქალაქში დავიბადეთ..
შენ ქერა თმები გქონდა და ბორენა გერქვა..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1164 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0