Загрузка...
გეგა ოდიშელი - მკვდარი სითეთრე / gega odisheli - mkvdari sitetre - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - მკვდარი სითეთრე / gega odisheli - mkvdari sitetre


1:44 PM
გეგა ოდიშელი - მკვდარი სითეთრე / gega odisheli - mkvdari sitetre


ამ სითეთრეში შენ რა უნდა წერო ისეთი,
უბის ბეღურებს რომ გაათბობს ? - ჯობია დაწვა,
ყველა სტრიქონი, ხველა ხაზი, ყველა მიზეზი.
ცხრამეტი წლის წინ, დაიღალა მამა და დაწვა,
ფოთლის კუბოში. დეკემბერშიც არის ფოთლები.

ახლა უბრალოდ ყველა ქუჩა , ყველა ლოგიკა
გზას ამცდარ, მხოლოდ ახალ თოვლზეღა მოჩანს
სადა, მსუბუქი ნაბიჯები. როგორც მოჰიკანს,
ისე მივყვები ბეღურების გაკვალულ ქუჩას.

ეს თოვლიანი ქალაქია, არ უნდა დარჩე.
აქ რომ გადარჩე, თავს ხომ მაინც მალე მოიკლავ,
დეკემბრს დღეებს, როგორც წიგნის ფარფატა სარჩევს,
უცქერ და ეძებ იმ დასასრულს ადრე რომ იყო,

იმ ძველ წიგნებში, დასასრული-სადა, უბრალო,
მერე ჩიტები დააპურე ჩვილი სითბოთი
და წამოჯექი სალოცავად, შენ კი უფალო
გზაზე იდექი, სულ სხვა გზაზე.. ან რას ვითხოვდი

აუსრულებელს?
მხოლოდ თბილი ღამე მინდოდა,
ვერ აგარიდე ურცხვი მზერა, მზერა ჯალათის.

და გზებზე ისევ თოვლიანი იდო ქალაქი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1081 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0