Загрузка...
გეგა ოდიშელი - თარიღები / gega odisheli - tarighebi - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - თარიღები / gega odisheli - tarighebi


1:48 PM
გეგა ოდიშელი - თარიღები / gega odisheli - tarighebi


ეს თოვლიანი ამინდები არ დაგავიწყდეს,
არც ეს ჩიტები დაგავიწყდეს, არც ეს დღეები,
ჩემს ფანჯარასთანს შეღამება იმტვრევს ლავიწებს,
და მომავალი ხუთშაბათი მოგაქვს ხელებით.

შენ შეგიძლია სიბნელეში თავი მოკლა,
რომ სულ არავინ დაინახოს შენი სიმხდალე,
მაგრამ შარშანდელ ყვავილობას ვეღარ მოიყვან,
და სჯობს გამოკრა სადმე ბნელში, სანამ მიმხვდარან..

ტკივილებისგან გაგძარცვავენ, ავაზაკები,
მეტი რა დაგვრჩა წასაღები, ან რა, მეტი რა
დაგვრჩა ძვირფასი, სხვაზე მეტი, ხოლო ნაკლები
რამდენიც გინდა. ამას ჯობდა ჩემთვის მეტირა

ეს თოვლიანი შემოდგომა, ზამთრის პირია..
მალე დადგება ხუთშაბათიც, მშვიდი მუსიკა.
აქ ჩემო მშვიდო მეგობარო, როცა ტირიან,
შენ გცივა.
გშია.
და გაყინულ ბუხარს უზიხარ..

ხუთშაბათს იგი ისევ მშვიდად დააფრთხობს ყვავებს


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1110 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0