Загрузка...
გეგა ოდიშელი - ფერიცვალება / gega odisheli - fericvaleba - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - ფერიცვალება / gega odisheli - fericvaleba


1:54 PM
გეგა ოდიშელი - ფერიცვალება / gega odisheli - fericvaleba


აუღელვებლად მიიძინა მეგრელის ცირამ..

ძველი კედლები, გაზეთები, ძველი ტერასა,
ვგრძნობ რომ ეს გული, ვერ გაუძლებს ამდენ აკვიატ-
-ებას ან ებებს, ნერვები მაქვს შემოტევაზე,
ნეტავ ეს მაინც მაცოდინა ამ ქალს რა ქვია..

და ასე მშვიდად მიეძინა მეგრელის ცირას,
რომ გათენდება უსათუოდ მომხსნის თაბაშირს
და სანამ შარას გაუყვება და კვირის წირვას
დაესწრებოდეს, მოირთვება ცისფერ კაბაში.

და ასე მშვიდად, ნამთვრალევზე ყურებაც შვენის,
ნეტამც ეს ფეხი არასოდეს შეხორცდებოდეს,
შილიფ საბანში, როგორც ახალ ბალახში შველი,
ძინავს და ვფიცავ სასთუმალთან მოვუკვდებოდი

სანამ მამალი შეჰყივლებდეს პირველ ალიონს,
შენ ასე მშვიდად მიიძინებ მეგრელის ცირა,
იქნებ მოვასწრო და მანამდე სული დავლიო..
ფერიცვალება გათენდება და დილის წირვა..

2011


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1744 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0