Загрузка...
გეგა ოდიშელი - შაქრის ჯარისკაცი / gega odisheli - shaqris jariskacebi - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - შაქრის ჯარისკაცი / gega odisheli - shaqris jariskacebi


2:02 PM
გეგა ოდიშელი - შაქრის ჯარისკაცი / gega odisheli - shaqris jariskacebi


მე შსქრის ჯარისკაცი ვარ
და ხელში მიჭირავს წყლის პისტოლეტი,
ვემზადები სველი ომისთვის,
სადაც ყველა მსხვერპლი ქილაში ბრუნდება
და ეს ომი თუ ვერ მოვიგე,
ვერ მოვალ შენთან ,
ვერ მოგიყვები ისტორიებს გენერლებზე,
რომლებიც გადნენ..

თუ დავმშვიდდები,
ჩემი ნერვები აუცილებლად მოდუნდებიან
სიკვდილის წინ
და ამდენწლშემონახულ ამბოხს
ვერ ვეტყვი ისტორიას..
არ გავფრინდები თვითმფრინავით,
რადგან კვლავ მაქვს იმედი,
რომ სულს ფრთებიაქვს..
სხეული კი ისე შეგიძლია მართო, როგორც ავტობუსი.

ეს ომია .
გამოსავალი ნემსის ყუნწში გაძრომა თუა,
მე სხვას მოვძებნი..
ჩავწვები ყელამდე ბალსხში,
ვიგრძნობ გონებრივ პროგრესს..
ვნახავ, თუ როგორ დავბრუნდები თებეს ხანიდან..
მუნდვრის ყვავილებს ვაჩუქებ ბავშვს,
დავურგავ სულში ესთეტიკას,
რომ აღმოცენდეს სიმშვიშვიდის ხე.

მე შაქრის ჯარისკაცი ვარ,
ვიცი რა არის სიმშვიდე
და ამიტომაც
ვერ წამოგიღებ კანადიდან ნეკერჩხლის ფოთლებს..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1235 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0