Загрузка...
გეგა ოდიშელი - მილიონი წლის სიზმარი / gega odisheli - milioni tslis sizmari - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - მილიონი წლის სიზმარი / gega odisheli - milioni tslis sizmari


2:04 PM
გეგა ოდიშელი - მილიონი წლის სიზმარი / gega odisheli - milioni tslis sizmari


1.
მე დავიბადე შემოდგომის სველ თოვლში
და სარკეში ვცხოვრობ.
ჩემი სხეული ელოდება მზეს,
მკვდრების სიზმრებიდან გადმოსულს..
როგორც ცოდვების მონანიება,
ნაცვლად პირველი სიყვარულისა
მე გავეცი ჩემი სიცოცხლე.

2.
გაღვიძებისას ამოწურე ყველა იმედი,
როცა მიხვდი სიზმარი იყო.
სხეულიდსნ სიყვარულს იჭრი,
როგორც ხორცმეტს,
ასხამ რძეს და მიწაში ისე დათეს,
ღვარძლს შობს და მერე მოიმკი..
სიზმრიდან გამოსულმა დავკარგე იმედი და რწმენა..

3.
ასე მოვდიოდი ცუდი სიზმრებიდან
და შენ შემოხვედი,
ჩემს გაყინულ ლექსებში ,
ყველაფერი კი ისე გათბა,
როგორც წლების წინ ჩემი ოთახი,
როცა ქალის ხელი დაეტყო..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1082 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0