Загрузка...
გეგა ოდიშელი - ჯიზ / gega odisheli - jiz - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - ჯიზ / gega odisheli - jiz


2:06 PM
გეგა ოდიშელი - ჯიზ / gega odisheli - jiz


იყო დღეები,
კეთილი იმედებით რომ დაიწყო და
კეთილად დამთავრდა..
ასეთი დღეები ყავისფერი დღეებია,
არაფრით გამორჩეული და საინტერესო..

იყო დღეები, რომლებმაც ვერაფერი თქვეს
გარდა თავთი სახელისა,
რომ იყვნენ თეთრი დღეები,
და ისე გაუყვნენ გზას
თითქოს არც რა ჰქონდათ მეტი სათქმელი...

როცა ვერაფერი შეძელი გარდა იმისა,
რომ მკვდარზე მეტი გეძინა,
როცა ვერ ნახე პირველი თოვლი
ამ ცივ ზამთარში
და
არც სიზმრები იყო ისეთი საშიში
და ღირებული..
როცა ჯიბეში, რამდენიმე გახვრეტილ ხურდასაც ვერ აახმაურებ,
უბრალო და ცოტა იმედისათვის..
როცა გინდა ჩუმად იმღერო,
მაგრამ მუნჯი ხარ..

იყო წითელი დღეებიც იყო,
რომ ვერ შეძელი შენი თავის შენარჩუნება,
ვერ მოკიდე ხელ ი იარაღს,
ვერ მოკვდი იქ სადაც შენი ძმა მოკვდა,
ვერ წაიკითხე "ღამის ლოცვა"
ცეცხლის სანგარში..
შენ ვერ შეძელი ყოფილიყავი ჯარისკაცი.
მხოლოდ ჩაბნელებულ ქუჩებში,
აგრძნობინე ქალაქს,
არ არის მარტო..
შენი მეზობელი ბიჭი მახსოვს,
ფრონტზე პროვინციული ღიმილით,
რომ დაეცა,
ადრე უთხარი , რომ სიკვდილი
ის ხეა ბავშვობაში რომ გადმოვარდი და ფეხი იტკინე..
ახლა კი გინდა უთხრა,
რომ იმ წითელ ზაფხულში
იტკინე ფეხი მეორედ..

*

შავი დღეები არ არსებობენ მამაჩემო,
ისინი სიბერით მოკვდნენ..
მონაყოლს გეტყვი:
-რომ იყო ომი,
ისეთი არა, სადაც პატარა კაცები კვდებიან.
იყო ომი თაობათაშორისი ,
სადაც დიდი იდეები მოკვდნენ,
და მოინიშნეს საფეთქელები
და მოინიშნეს ყელი
და მოინიშნეს მაჯა

სალამი დღეებს,
რომლებიც იყო,
სალამი დღეებს რომლებიც არის,
სალამი დღეებს, რომ ჩამოდგებიან.
ცარცის ვაგონებს..
17, 45, 91, 08,
წლის ბავშვებს სალამი..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1051 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0