Загрузка...
გეგა ოდიშელი - ძველი ლექსები / gega odisheli - dzveli leqsebi - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - ძველი ლექსები / gega odisheli - dzveli leqsebi


2:09 PM
გეგა ოდიშელი - ძველი ლექსები / gega odisheli - dzveli leqsebi


***

ეს იყო მაშინ,
როცა ატმებმა იყვავილეს
და როცა მთებზე დაიბღავლეს ფურირემებმა,
და მერე მოვკვდი..
-წვიმა ხომ გახსოვს?
-სულელი წვიმა,
გამოპარული ღრუბლის მტევნების საწნახელიდან.. ..

ხომ გახსოვს ის დღე, გაზაფხულის გრილი საღამო,
მთვარე მზით იყო სავსე, როგორც ატმისგულები,
სანამდე მოვკვდე ნამინდორალს გადამახალე,
თორემ კი შენი დატოვება გამირთულდება..

მომენატრები, ამტკივდები ხელახლა ისევ,
როგორც სოფლიდან წამოსვლის წინ აკაციები.
და შენ კვლავ ჩახვალ კოკით ხელში სახლიდან წყლისკენ,
მკვდარი არ ვიყო უსათუოდ გაგაცილებდი..

მზე ამოვიდა დასავლეთით, შავი ზღვის ქიმზე,
უკანასკნელი "მოგონების კვნესენ დღეები,
შენი თვალები ნაღვლიანი სიეშხით მიმზერს,
როგორც ზამთარში ამოყრილი კესანეები..

ეს იყო მაშინ, როცა ატმებმა იყვავილეს..
და მერე მოვკვდი..
დაბღავლეს ფურ ირემებმა..

***

უფასო ფიქრი, მოსაქმებული ოცნებები, სიბნელე ფართო,
შენ და არაყი გუნებაზე მოქმედებთ ცუდად,
სარკეში მზეა, საღამოს დათოვს,
ალუბლის საცხი. ორი კოცნა(ჩეკით) და ხურდა...

ოთახი მცირე, თუმცა ბუდე აშართა თავშე
-საფარი, ფარდა მეზობლისგან ნათხოვი ძალად,
რატომღაც, ალბათ დავიწყებთ ბავშვებს,
როგორც არაყი, მორფი და გალა...

მტვერი აპნია პითაგორას, ნიუტონს, თალესს,
გოგენის ნახატს ნაჩრჩილარი, ოდნავ და ოდნავ,
თითქოს ათასერთს ერთად ყოფნა უჩვენოდ გალევს,
გულძმარვასავით ამეკიდა დეჟავიუ ჰოდა

შეიხსნი ღილებს, სინქრონულად, თითების მტვრევით,
სურნელი ბაცი, კელვინ კლეინ, დიორ, თუ შანელ,
ვარდისფერ მკერდზე, პოეტური ნაკოცნი მტვერი,
ჩვენი ბრმა ტრფობა, მიყვარხარ კამელ...

სიძუნწე ფერთა, აქა-იქ შუქი შემოჭრილი, ფანჯრიდან მკრთალი,
საათი თორმეტ, ჩამოდნა ღამე,
და ცხელ ქვიშაზე მედუზაც დნება
ერთი პირობით მოყვანილი აქ ყველა ქალი,
-შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე, მაჩუქე ვნება....

სინდისი კარზე მიაყუდე, ნამუსიც იქვე,
ღამეს სინათლე ჩახსნილ ღილთან ამოჭამს სივრცეს
და სისხლის ნაცვლად ჩვენში დუღს მორფი,
და ხვალ კი უკვე თავიდან ვიწყებ...

უფასო ფიქრი, მოსაქმებული ოცნებები, სიბნელე ფართო,
შენ და არაყი გუნებაზე მოქმედებთ ცუდად,
სარკეში მზეა, აშკარაა საღამოს დათოვს,
ალუბლის საცხი. ორი კოცნა(ჩეკით) და ხურდა...

***

უშენობის

ახლა უშენობის თბილისს გადავყურებ,
ქალაქს სუნი ასდის სველი ლიანების,
ვზივარ კელიაში, თივით გადახურულ,
შენ კი ზღვასთან ახლოს უვლი კამელიებს.

სისხლის მიმოქცევა ისე საშუალოა,
(მტკვართან შეფარდებით როგორც ტეხურა და)
ვრჩები მოლოდინში, რაღაც უშუალო,
როცა ზაფხულშიაც დუმან ბეღურები.

უკვე წლები არის ველი გამოჩენას,
მაგრამ სხვა ქუჩაზე გელი. გზასაცდენილ.
მინდა რომ მარჯვენა მკერდი ამოვიჭრა,
რომ სულს სხეულიდან ჰქონდეს გასაქცევი.

***

იქ ჩემს პატარობას სძინავს,
სადაც მზე მარხილით ჩადის,
ჩემი ჭერახდილი ბინა,
მახსოვს და მეზობლის მჭადით
გულის მოსაკლავად მხოლოდ,
რომ ვილუკმებოდი ასე,
მაგრამ სულყველაფრით ბოლოს,
დავრჩი უმამობით სავსე.

ჩემი ნაქუჩარი შუკა,
ახლა გადათხრილი, ადრეც,
მაგრამ სულ ყველა გზის უკან,
მტკივა დედაჩემი, ჩადრით.
ჰო, მეც მიტირია, ვიტყვი.
დედამოშიმშილე ბავშვმა,
არ ღირს რომ უტიროს სიტყვით,
დედის დანაკემსებ თავშალს.

ეზოს ძველებური ოდა,
სუფთა, ღარიბული ფარდით.
ყველას სათამაშო ჰქონდა,
მე კი ვერთობოდი დარდით.

ახლა გავიზარდე ცოტა,
უკვე თვრამეტი წლის გავხდი,
ვბოდავ, ღვთის ენაზე ვბოდავ
და მზე ტკივილების მარხილს,
იქით გააქანებს მისკენ,
სადაც სახლია და ხიდი,
სადაც ბავშვად შევრჩი ჩემო,
სადაც ვერ მიმიღეს დიდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1788 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0