Загрузка...
გეგა ოდიშელი - ჩემი მეგობარი ჯიზი / gega odisheli - chemi megobari jizi - 3 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » გეგა ოდიშელი - ჩემი მეგობარი ჯიზი / gega odisheli - chemi megobari jizi


2:20 PM
გეგა ოდიშელი - ჩემი მეგობარი ჯიზი / gega odisheli - chemi megobari jizi


ჯიზ,
ამინდია ისეთი მშვიდი,
რომ შეიძლება ამ ღრუბლებში კიდეც გაცურო..
ჯიზ,
შენ აუტიზმი გაქვს
იოლ ფორმებში,
აუცილებლად უნდა იცოდე,

ჯიზ,
როგორ მიძლებ?
ან როგორ მიტან მთვრალს?
ან უსაქმურს?
ან ასე ხშირად უხასიათოს?
ან ასეთ მახინჯს
და შეუხედავს.

ჯიზ გახსოვს შენი პირველი ქალი?
სლავური გარეგნობით
და
აზროვნებით კალიფორნიიდან,
თუ ესეც მომატყუე შე ნაბიჭვარო,
ჰო,
ალბათ სწორედ ესე იყო,
შენ სულ გხიბლავდა მიუწვდომელი
ეგზოტიკა.

ადრე მითხარი,
მწვანე ფერი
შენც ბურთს გახსენებს,
თევზსაჭერი ბადე გოლს
და
და ყველა ბიჭი
ალესანდროს ფანია.
შენს შვილსაც ალესანდროს დავარქმევ,
თუ არ იქნები.
ვატარებ კალათბურთზე,
რომ არ ეტკინოს
მწვანე ფერის გახსენებისას..
ჯიზ,
შენს შვილს "სელტიკსის" მაისურს ვაჩუქებ...

რამდენი წელი გავიდა,
ჩემო მშვიდო მეგობარო
რაც ერთადა ვართ
და
ერთი ცუდიც არ დაგცდენია,
ეგ არაფერი
თუ საერთოდ არაფერს ამბობ..
სხვები ლაპარაკობენ,
მაგრამ იდიოტები არიან..
მათ არ იციან
თუ
რა
მშვიდია დედამიწას ხედავდე სარკეში
და
იტრიალო მასთან ერთად..

..

ჩვენ ვსვამთ ლუდს,
მე და შენ,
შავ კრომბაჰერს,
ასეთივე ფერის პურთან და ხიზილალასთან,
ჩვენ მალე დავთვრებით..

ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ,
მე და შენ ჯიზ..
მაინც რატომ მგავხარ ასე ძალიან


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1409 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, gega odishelis leqsebi, გეგა ოდიშელი, gega odisheli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0