Загрузка...
მარიამ კოზმანაშვილი - წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო... / mariam kozmanashvili - tsvimebis sezoni itskeba, dzvirfaso - 4 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 2:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 4 » მარიამ კოზმანაშვილი - წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო... / mariam kozmanashvili - tsvimebis sezoni itskeba, dzvirfaso


10:08 PM
მარიამ კოზმანაშვილი - წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო... / mariam kozmanashvili - tsvimebis sezoni itskeba, dzvirfaso


წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,
სეზონი – ბუხრების, ჩაის და პლედების…
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები – დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით…
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება…
დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი…
იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2617 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, poetebi, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0